GALAG ELARD-ის წევრი გახდა – ისტორიული მოვლენა პორტუგალიის ქალაქ ამარანტეში

2019 წლის “ევროპის LEADER ასოციაციის სამხარეო განვითარებისთვის” (ELARD) ყოველწლიური შეხვედრა ისტორიული აღმოჩნდა საქართველოსთვის, რადგან დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG) ELARD-ის წევრი გახდა. აღნიშნული ქალაქ ამარანტეში გამართულ LEADER /CLLD 2019 კონფერენციაზე გაცხადდა. საქართველოს მხრიდან, ღონისძიებას დაესწრნენ თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ყაზბეგის, წყალტუბოსა და ქედას ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და ფიფლ ინ ნიდ საქართველოს (PIN) წარმომადგენლები.

RDFG-იმ, განმახორციელებელი პარტნიორებისა და LAG-ების სახელით, GALAG გენერალურ ასამბლეას ოფიციალურად წარუდგინა და სიმბოლურად ითხოვა ELARD-ის წევრად აღიარებაზე ამ უკანასკნელის მოთხოვნის დაკმაყოფილება. RDFG-ის თავმჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა GALAG-ის აქტივობების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ლიდერ (LEADER) მიდგომის მნიშვნელობას საქართველოს სოფლის განვითარების პროცესში:

„მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, ქართულმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა და მათმა ქსელმა ძალიან მცირე დროში საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს და ამგვარად, დაამტკიცეს მოდელის ეფექტიანობა საქართველოს სოფლის განვითარებისათვის. GALAG-ის ELARD-ში გაწევრიანება ძალიან სიმბოლურია საქართველოს სწრაფვის გათვალისწინებით, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას ევროპული ერების ოჯახში“.

ELARD-ის შეხვედრა 2019 წლის 25 ნოემბერს მონაწილეთა ვორქშოფებით დაიწყო თემაზე LEADER/CLLD-ის განხორციელების ხელოვნების მდგომარეობა და შემდგომი პროგრამული პერიოდის მომზადება წევრ სახელმწიფოებში; მომდევნო დღე LEADER/CLLD 2019 კონფერენციას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, RDFG-ის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ვორქშოფში თემაზე – LEADER/CLLD გამოწვევები და შესაძლებლობები 2020 წლის შემდგომ პერიოდში. პანელურ დისკუსიაში, რომელიც ღონისძიების ძირითად პრეზენტაციას შეეხებოდა, მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა – სილვია მიჩელინიმ, რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა – მერია ჰაპაკამ და დასაქმების, სოციალური საკითხებისა და ჩართულობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა – ანდრეა ლერუსტემ. გენერალური ასამბლეის შემდეგ, ELARD-ის ახალი პრეზიდენტი მარია ჟუაუ ბოტელო (პორტუგალია) და ორი ვიცე-პრეზიდენტი – კრისტინა ტამეტსი (ესტონეთი) და მერიონ ეკარდი (შვედეთი) აირჩიეს.

ELARD-ის ახლადარჩეული წევრი საქართველოდან – GALAG მხარდაჭერილია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD მიერ. ის აერთიანებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ლაგებს. ეს გახლავთ არხი ინფორმაციის გაცვლის, ქვეყნის მასშტაბით სწავლისა და ადგილობრივი თემის ხელმძღვანელობით მიმდინარე განვითარების პროცესის ადვოკატირებისათვის, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორი. GALAG ხელს უწყობს ინტეგრირებულ, ერთობლივ და მდგრად განვითარებას საქართველოში.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG
nkopaleishvili@rdfg.ge