RDFG-იმ და თეთრიწყაროს LAG-მა მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამხარეო პარლამენტში 2019

2019 წლის 6-9 ნოემბერს, ესპანეთის სოფელ კანდასში (ასტურიასი), ევროპის მეოთხე სამხარეო პარლამენტი გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო 40 ქვეყნის 335 დელეგატი, მათ შორის ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმომადგენლები და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამხარეო პრობლემებსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. ევროპის სამხარეო პარლამენტი არის ხანგრძლივი კამპანია შექმნილი ევროპაში სოფლად მცხოვრები ადამიანების აზრის გამოხატვის მიზნით; ის ხელს უწყობს სოფლად მცხოვრები ადამიანების თვითმედეგობის გაძლიერებასა და საქმიანობას, სამოქალაქო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით.

მისასალმებელი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ასტურიასის სხვადასხვა რეგიონში დაპატიჟეს, სადაც მათ სოფლის მეურნეობასა და ლანდშაფტის მენეჯმენტთან დაკავშირებული გამოწვევები გაუზიარეს. გარდა ამისა, ისაუბრეს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების მიერ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების საკუთარ თავზე აღებისა და ოჯახური მამულის სამხარეო „ბუტიკური ტურიზმისათვის“ გაცოცხლების მნიშვნელობაზე.

ღონისძიების მეორე დღეს, ოფიციალური გახსნის შემდეგ, დელეგატებმა მოისმინეს მნიშვნელოვანი გამოსვლები სოფლად მცხოვრები თემის მიერ საკუთარ რესურსებზე კონტროლის კვლავ ხელში აღებისა და იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც მდგრად განვითარებას უშლიან ხელს. ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიჰაილ დუმიტრუმ მოხსენება გააკეთა „ევროპის სამხარეო პოლიტიკასა და სოფლად მცხოვრებ თემებზე. სამხარეო განვითარების მომავალზე 2020 წლის შემდგომ“. მან ხაზი გაუსვა სამხარეო ევროპის მნიშვნელობას არსებული კლიმატური კრიზისის პირობებში და გაიხსენა ევროკომისიის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის გზამკვლევი, რომელშიც ევროპის ქალაქგარე დასახლებების მნიშვნელობას აქვს ხაზი გასმული.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა და გადაწყვეტილებები, ურბანული და სამხარეო გარემოს ერთმანეთთან კვლავ დაკავშირება, „ჭკვიანი“ სოფელი და სამხარეო ტურიზმი, აგროპოლიტი და მეტროპოლიტი სოფლები, კლიმატური ცვლილება და ეკო-სოფლების არსებობის მნიშვნელობა, LEADER ლაგების არეალში ურბანული სამეზობლოები – ჩამოთვლილი, მათ შორის, იყო ოფიციალური გამოსვლებისა და დისკუსიების მთავარი თემები. „ინიციატივების ბაზრის“ სხვადასხვა სტენდზე გამართული სიღრმისეული დისკუსიების შედეგად, ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას ახალი კონტაქტების შეძენის შესაძლებლობაც მისცა.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს მნიშვნელოვან აქტივობებს საქართველოს სამხარეო განვითარებისათვის, მათ შორის მუშაობს კლიმატურ ცვლილებებთან და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2016 წლიდან, RDFG თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ENPARD პროგრამას, რომელიც სოფლის განვითარებისათვის LEADER მიდგომას იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG
nkopaleishvili@rdfg.ge