USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG-ისა და მასთან არსებული DRR ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრები გაიმართა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან

2019 წლის 11 ნოემბერს, ასოციაცის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით, სამუშაო-გაცნობითი შეხვედრები გაიმართა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერებთან და მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრას უძღვებოდა RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი შოთა კუბლაშვილი.

შეხვედრაზე იმსჯელეს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკების შესახებ და მუნიციპალურ დონეზე მათი მართვის გეგმის შემუშავებაზე. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შემდგომი თანამშრომლობისა და მათი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს.

ახალქალაქში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, მისი პირველი მოადგილე არმენ მარანგოზიანი, USAID-ის ზრდა პროექტის რეგიონული წარმომადგენელი ვაღარშაკშ შახბეკიანი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი გრიგორ სტეპანიანი.

ნინოწმინდაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, USAID-ის ზრდა პროექტის რეგიონული წარმომადგენელი, ვაღარშაკშ შახბეკიანი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი ვაჰან მასგარიანი.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).

კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
skublashvili@rdfg.ge