RDFG Ruritage-ის დიდ ოჯახს უერთდება

2019 წლის 30-31 ოქტომბერს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე კვლევითი პროექტის Ruritage ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) იტალიაში გამართულ ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა. ვორქშოფის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ე.წ. დამატებით რეპლიკატორებს შეხვედროდნენ, რომლებიც პროექტს 2019 წლის გაზაფხულზე სხვადასხვა ქვეყნიდან შეუერთდნენ, მათ შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, აზიისა და არაბული ქვეყნებიდან.  საქართველოდან ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო RDFG-ის თავმჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა.

ვორქშოფმა რეპლიკატორებს ახალი – განხორციელების ფაზის დაწყებაში შეუწყო ხელი. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა თავიანთი ორგანიზაციები წარადგინეს და შეიტყვეს Ruritage-ის ფარგლებში დაგეგმილი რეგიონული აღდგენის გეგმებისა და ინსტრუმენტების შესახებ. ვორქშოფის პირველი დღეს, ცალკე სესია დაეთმო სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილი დამატებითი რეპლიკატორების ე.წ. პიჩ პრეზენტაციებს, მათ შორის RDFG-ისაც. ღონისძიების მეორე დღეს, რეპლიკატორებმა წარადგინეს თავიანთი რეგიონული აღდგენის გეგმების მონახაზები და განხორციელების ეტაპზე გადასადგმელი პირველი ნაბიჯები. საუბარი ასევე შეეხო თანაგანვითარების ფაზასა და Ruritage ბრენდგინს; ცალკე ვორქშოფი დაეთმო მარკეტინგულ სტრატეგიას რეპლიკატორებისათვის.

Ruritage არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის მეშვეობით სოფლის ტერიტორიის აღდგენა, ასევე, ადგილობრივი მემკვიდრეობის მდგრადი განვითარება რეგიონისა და თემის განვითარებისათვის.

პროექტის ფარგლებში, 13 რეგიონია შერჩეული, როგორც როლის მოდელი, რომელიც მიიჩნევა წარმატებულ მაგალითად, სადაც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის წყალობით რეგიონის აღდგენა მოხერხდა. Ruritage პროექტში როლის მოდელების გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს შერჩეული 6 რეპლიკატორის მიერ. რეპლიკატორები წარმოადგენენ ადგილობრივ თემებს რეგიონული ტერიტორიებით, რომლებიც საკუთარი მემკვიდრეობის აღდგენის სტრატეგიის შექმნის პროცესში არიან, თუმცა, სჭირდებათ დამატებითი უნარებისა და ცოდნის შეძენა.

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – RDFG-ის თავმჯდომარე
vgrigolashvili@rdfg.ge

მედია კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►