‘საერთაშორისო ქსელი – რეგიონული განვითარება მომავლისთვის’ შეიქმნა

სერბეთი ერთ-ერთია იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათაგან, რომელშიც RDFG-ის გამოცდილების გაზიარებით, ანალოგიური ორგანიზაცია იქმნება

 
ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმატებული გამოცდილება და მიღწევები სულ უფრო მიმზიდველი ხდება აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნებისთვის. რადგან სოციო-ეკონომუკური განვითარება და ადგილობრივი მთავრობისა და თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერა წარმატებული მართვის სისტემებისა და მეთოდოლოგიების დანერგვაში მნიშვნელოვანია სერბეთისთვის, სერბეთმა RDFG-ის წარმატებული პროგრამებისადმი დაინტერესება გამოხატა. სწორედ ამიტომ, RDFG-ის გუნდმა სერბ კოლეგებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განვითარებასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ორიენტირებული ანალოგიური ორგანიზაციის დაარსებით სერბეთში, თავისი ცოდნა და მნიშვნელოვანი მიღწევები გაუზიარა.

ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ქსელის – რეგიონული განვითარების მომავლისთვის (RDFI) შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავს RDFG-ის მოდელზე დაყრდნობით, სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი თემის თვით-მედეგობის გაძლიერებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყანაში. აღნიშნულზე მუშაობა მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, სადაც RDFG-ის გამოცდილების გაზიარების გზით, საფუძველი ეყრება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ეტაპზე, პროცესში ჩართულია უკრაინა (RDFU), სერბეთი (RDFS) და რუმინეთი (RDFR).

2019 წლის 25-26 ოქტომბერს, RDFG-ის თავმდჯომარე, ვანო გრიგოლაშვილი და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელი შოთა კუბლაშვილი სერბეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ ადგილობრივ პარტნიორებს RDFG-ის გამოცდილება გაუზიარეს და მონაწილეობა მიიღეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის, რეგიონული განვითარება მომავალი სერბეთისთვის (RDFS) დაფუძნებისათვის მიმდინარე სამუშაოებში. სამუშაო შეხვედრას დაესწრო სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ილია კობერიძე, რომელიც მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას, სრული მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ RDFG-ის ანალოგი ორგანიზაციის დაარსება სერბეთში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში, RDFG-ის წარმომადგენლებმა RDFS-ის თანადამფუძნებლებთან – დუშან კოსტიჩსა და ანია რანდელოვიჩთან ერთად, სადამფუძნებლო დოკუმენტაციაზე, ორგანიზაციის წესდებაზე, პოლიტიკის დოკუმენტსა და თანამშრომლობის პრინციპებზე იმუშავეს.

RDFI-ის საფუძველი 2018 წელს, რეგიონული განვითარება მომავალი უკრაინისთვის (RDFU) დაარსების შედეგად ჩაეყარა. ორგანიზაციამ უკვე შეისწავლა RDFG-ის საქმიანობა და სხვადასხვა აქტივობას მათზე დაყრდნობით ახორციელებს. რაც შეეხება სერბეთს, RDFS სულ მალე დაიწყებს მუშაობას. საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ქსელის – რეგიონული განვითარება მომავლისთვის (RDFI) მუშაობა ორიენტირებული იქნება მოიზიდოს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული და ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნები.

ასოციაცია სამხარეო/რეგიონული განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არის განვითარებასა და ჰუმანიტარული დახმარებაზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოწყვლადი თემების დახმარებას სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და მათი თვით-მედეგობის გაძლიერებაში. RDFG ასევე ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ მთავრობას და თვითმმართველობის ორგანოებს წარმატებული მართვის სისტემებისა და მეთოდოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.

RDFG მუშაობს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან, რათა უზრუნველყოს სერვისებსა და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობასა და უფლებების დაცვას. RDFG მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: სოციო-ეკონომიკური განვითარება, მშვიდობის მშენებლობა, საგანგებო სიტუაციების მართვა, მოქალაქეთა ინტერსების დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინოვაცია. ორგანზიაციის მისიაა დაიცვას და პატივი სცეს ადამიანთა ღირსებას ყოველგვარი მიკერძოებისა და დისკრიმინაციის გარეშე, რასაც მდგრადი თემისა და პასუხისმგებლიანი მთავრობის არსებობით მიაღწევს.

კონტაქტი
ვანო გრიგოლაშვილი – RDFG-ის თავმჯდომარე
vgrigolashvili@rdfg.ge

მედია კონტაქტი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
nkopaleishvili@rdfg.ge