UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, RDFG-სა და DEKONTA-ს ორგანიზებით, მასშტაბური ავარიების პრევენციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული ტრენინგი გაიმართა

2019 წლის 21 ოქტომბერს, UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „საგანგებო სიტუაციებისათვის მზაობისა და მათი მართვისათვის ქართული მიდგომების გაღრმავება” ფარგლებში, კომპანია DEKONTA-სა და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართა ტრენინგი მასშტაბური ავარიების პრევენციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. RDFG-ის მხრიდან, ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავმდჯომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა და ამავე ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტმა, შოთა კუბლაშვილმა.

პროექტი „საგანგებო სიტუაციებისათვის მზაობისა და მათი მართვისათვის ქართული მიდგომების გაღრმავება” არის ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის ცოტა ხნის წინ გაწეული უცხოური დახმარების ერთგვარი გაგრძელება, რომელიც კომპანია DEKONTA-ს მიერ განხორციელდა. პროექტის იდეა ინიცირებული იყო პროექტის ბენეფიციარის – შსს-ს საგანგებო სუტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მიერ, რომელიც მოჰყვა პროექტის განმცხადებლის მიერ 2018 წელს განხორციელებულ ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების პროექტს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობის გაზრდისათვის.

მიმდინარე პროექტის მიზანია საგანგეგო სიტუაციების სამსახურის მეთოდოლოგიური და ექსპერტული უნარებისა და შესაძლებლობის გაღრმავების გზით, მხარი დაუჭიროს მასშტაბური ავარიების პრევენციას, რომლებიც დაკავშირებულია სახიფათო სამრეწველო ობიექტებთან საქართველოში. „მასშტაბური ავარიების პრევენციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანახმად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უნდა იყოს კომპეტენტური ორგანო, განსაკუთრებით სახიფათო სამრეწველო ობიექტების საგანგებო სიტუაციების დაგეგმარების ზონების განსაზღვრაში; ასევე, იმ მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის გარე საგანგებო გეგმის შემუშავებაში, სადაც სახიფათო სამრეწველო ობიექტები მდებარეობს. ჩვენი ორგანიზაცია – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ზემოხსენებულ პროექტში ადგილობრივი კოორდინატორის როლს ასრულებს.

მედია კონტაქტი:
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი
ელ-ფოსტა: nkopaleishvili@rdfg.ge

კონტაქტი:
შოთა კუბლაშვილი – RDFG-ის საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი
ელ-ფოსტა: skublashvili@rdfg.ge