ევროკავშირი და AFD, RDFG-სთან თანამშრომლობით, იწყებენ ENPARD-ის ახალ პროექტს მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების მხარდასაჭერად საქართველოში

2019 წლის 3 ოქტომბერს, ევროკავშირის ENPARD პროგრამის 4 წლიანი პროექტის „ფინანსური და საექსტენციო სერვისები და კოოპერაციული განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის” (FinExCoop საქართველო) გახსნის ღონისძიება გაიმართა. ევროკავშირისა და L’Agence Francaise de Developpement-ის (AFD) მიერ 4 მლნ ევროს მოცულობის ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას საქართველოში,  ხორციელდება ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლასა და მერსი ქორფსთან პარტნიორობით.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა ჟორჟ დეჰუქსიმ.

„დღეს წარმოდგენილი ახალი პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმდინარე პროცესში. პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებს, რომ გაძლიერდნენ და უკეთ გაუმკლავდნენ სექტორში არსებულ სტრატეგიულ გამოწვევებს და უკეთ გამოიყენონ ახალი ბაზრების, მათ შორის ევროკავშრთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით შექმნილი შესაძლებლობები”, – განაცხადა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.

პროექტის გახსნის ღონისძიებაზე, სიტყვით წარდგა RDFG-ის გრანტების მოძიებისა და მონიტორინგის კოორდინატორი, სამანტა გათრი, რომელმაც პროექტში RDFG-ის როლზე ისაუბრა:

„RDFG მოხარულია, რომ დღეს არასამთავრობო სექტორს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარმოადგენს. ადგილობრივ დონეზე განმახორციელებელ პარტნიორებთან თანამშრომლობა მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ე.წ. ფერმერიდან ფერმერამდე მეთოდოლოგიაზე, ხოლო საპილოტე პროექტები, რომლებიც განხორციელდება, არის ძალის დემონსტრირების ძალიან კარგი მაგალითი ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების ასათვისებლად. ამასთან, ჩვენი სამუშაოს ძირითადი ნაწილი ახალგაზრდებზეა მიმართული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ შესაძლოა მიიზიდოს და შეინარჩუნოს ახალგაზრდები ამ სფეროში, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის საარსებო წყაროს მოძიების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს“.

კონფერენციამ თავი მოუყარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითად დაინტერესებულ მხარეებს და გააცნო მათ პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), საერთაშორისო დონორებმა და ფინანსურმა ინსტიტუციებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, წამყვანმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ასოციაციებმა.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს გლობალური პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია ფინანსური ინკლუზიურობის დონის ამაღლება და ბაზრებთან წვდომა მცირე კომერციული მეურნეობებისთვის. პირველი კომპონენტი დაფინანსდა  Proparco-ს, AFD-ის სუბსიდიარი კომპანიის მიერ, რომელიც კერძო სექტორს შეეხო აგროსაკრედიტო ხაზების გახსნით ორი ძირითად საფინანსო დაწესებულებისთვის საქართველოში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

მედია კონტაქტი:
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, nkopaleishvili@rdfg.ge