RDFG-ის DRR ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო მართვის გეგმის საბოლოო განხილვა გაიმართა

2019 წლის 1-ელ ოქტომბერს, USAID Zrda პროექტის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო მართვის გეგმის საბოლოო განხილვა გაიმართა, რომელიც მოწონებულ იქნა ორივე მხარის მიერ. შეხვედრაზე შეთანმხდნენ, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს, დოკუმენტი გორის საკრებულოს სხდომაზე გავა დასამტკიცებლად. ღონისძიებას ესწრებოდა RDFG-ის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფის რისკის შემცირების ექსპერტი შოთა კუბლაშვილი, გორის მერის პირველი მოადგილე ერასტი ელიჯანაშვილი და USAID ზრდა პროექტის წარმომადგენელი ნონა თათეშვილი.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).