USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში მონაწილეობის მისაღებად

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კომისიის მიერ გამოვლინდება მინიმუმ 3 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი – თითოეული მათგანი დაჯილდოვდება საგრანტო თანხით არაუმეტეს 10 000 ლარისა. პროგრამის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის ივნის-სექტემბერში მიმდინარეობდა, 5 გამარჯვებული პროექტი უკვე შეირჩა, რომლებიც შესაბამისად დაჯილდოვდნენ საგრანტო თანხით: 10 000 ლარი, 6 000 ლარი, 6 462 ლარი, 3 600 ლარი და 3 000 ლარი. პროგრამის მონაწილეებმა ბიზნეს იდეები სხვადასხვა მიმართულებით წარადგინეს: ჭვავისა და წიწიბურის პურისა და ორცხობილის წარმოება – გორი; სუკულენტების წარმოება – ზუგდიდი; ტრადიციული ქართული ფოლკლორული საკრავების წარმოება – კასპი; პიკანტური ჯემების წარმოება – ასპინძა; მცირე მასშტაბის სამკერვალოს ხელშეწყობა – ადიგენი.

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგები განხორციელდება საქართველოს პირობებზე ადაპტირებული გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) სამეწარმეო-სატრენინგო სახელმძღვანელოს საფუძველზე. ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც 5-6 ოქტომბერს გაიმართება, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები[1].

პროგრამის მეორე ფაზაზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. პროგრამის მეორე ფაზის საბოლოო ეტაპზე, საგრანტო კომისია გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან საგრანტო თანხებით, თითოეული არაუმეტეს 10 000 ლარისა.

პროგრამის მეორე ფაზა 2019 წლის შემოდგომაზე განხორცილდება, III ფაზა – 2020 წლის გაზაფხულზე.

პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:

  • საქართველოს რეგიონებში მცხოვრები სულ მცირე 500 ახალგაზრდის გადამზადებას მეწარმეობის თემაზე;
  • სულ მცირე 5 მდგარი საწარმოს შექმნას, რომელიც ჯამში 25 ადამიანს დაასაქმებს.

 
პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: http://rdfg.ge/ka/phase-2-registration/

ხშირად დასმული კითხვები

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:

ფილიპე აბუსერიძე – რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ასისტენტი, RDFG
ტელ: 551 11 47 89
ელ-ფოსტა: pabuseridze@rdfg.ge

რევაზ ჯაველიძე – RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი
ტელ: 599 563 336
ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge

[1] შემოქმედებითი ინდუსტრიები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: მუსიკა; კინო / ვიდეო; ლიტერატურა / გამომცემლობა; არქიტექტურა; სახვითი ხელოვნება; მედია / მაუწყებლობა; კულტურული მემკვიდრეობა; რეკლამა; დიზაინი / მოდა; საშემსრულებლო ხელოვნება; ციფრული ინდუსტრია; კულტურის განათლება; გასტრონომია; ტრადიციული რეწვა.

მსგავსი სიახლეები

სიახლეების არქივი ►