RDFG 4 სხვადასხვა ქვეყნის წამომადგენლებთან ერთად, პროექტის GUIDE გაცნობის მიზნით ლატვიაში იმყოფებოდა

2019 წლის 1-9 სექტემბერს, ალტერნატიული განათლების აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მსოფლიოს 4 ქვეყნის (ლატვია, ბულგარეთი, იტალია, ესპანეთი) პროფესიონალებთან ერთად, პროექტის „გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ წარმატებული სტრატეგიის განსაზღვრა“ (GUIDE) გაცნობის მიზნით ლატვიაში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, RDFG-ის თავმჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომლებსაც RDFG გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ახორციელებს. საქართველოდან ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ალტერნატიული განათლების აკადემიისა და საქართველოს ომბუდსმენის წარმომადგენლები.

პროექტი „გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ წარმატებული სტრატეგიის განსაზღვრა“ (GUIDE) გენდერული ნიშნით გახშირებული ძალადობისა და ახალგაზრდების მიერ ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ აქტიური, ფოკუსირებული და მუდმივად გაუმჯობესებული მეთოდების გამოყენებით ბრძოლის აუცილებლობის გაჩენის საპასუხოდ შეიქმნა. პროექტის მონაწილე ქვეყნების (ლატვია, იტალია, ესპანეთი, ბულგარეთი, საქართველო) ახალგაზრდული ორგანიზაციები და თემები გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის მიზნით წლების განმავლობაში აქტიურობდნენ ახალგაზრდების განათლების გზით. ახალგაზრდები ხმამაღლა საუბრობდნენ თანაბარი უფლებებისა და შემწყნარებლობის შესახებ, ასევე, საკუთარი განსაცდელისა და გამოვლილი დაბრკოლებების გათვალისწინებით, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს არა მხოლოდ პირდაპირი გზით, არამედ მხარდამჭერი ქსელის შექმნითა და ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით.

პროექტის მიზანია გააერთიანოს პროექტის მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდები, უზრუნველყოს ისინი უკვე არსებული და გამოცდილი ცოდნით, ასევე, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლო პრაქტიკული უნარებით და გაუხსნას ახალი შესაძლებლობები სამომავლო თანამშრომლობისთვის.

პროექტის ბენეფიციარები ახალგაზრდები და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლნი არიან. ახალგაზრდა მუშაკების გაუმჯობესებული უნარები მათთვის დამცავი ბადის როლს ითამაშებს და გააუმჯობესებს მათ მიერ მიღებულ მზრუნველობასა და მხარდაჭერას.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების არიან: Asociación MundusProyecto Kieu, FutureNow (ბულგარეთ), Alternative Education AcademyComunità Nuova და MARTA. პროექტი Erasmus+-სა და Jaunatnes starptautisko programmu aģentūra მხარდაჭერით ხორციელდება.

საუკეთესო პრაქტიკა – GUIDE 2019

მედია კონტაქტი:
ნინა კოპალეიშვილი – კომუნიკაციების ოფიცერი, RDFG
nkopaleishvili@rdfg.ge
598 94 00 04