USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG-ისა და მასთან არსებული DRR ცენტრის ორგანიზებით შეხვედრები გაიმართა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან

2019 წლის 27 და 29 აგვისტოს, ასოციაცის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით, სამუშაო-გაცნობითი შეხვედრები გაიმართა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ მუნიციპალიტეტებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკების შესახებ და მუნიციპალურ დონეზე მათი მართვის გეგმის შემუშავებაზე. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შემდგომი თანამშრომლობისა და მათი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).