GCCI-სა და RDFG-ის შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, RDFG გურიას ესტუმრა

2019 წლის 20 აგვისტოს, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და RDFG-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, RDFG-ის თავჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას შეხვდა. ღონისძიებაზე მხარეებმა გურიის მხარის განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, RDFG-ს თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა დამსწრე საზოგადოებას RDFG-ის მიერ განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების შესახებ უამბო და ის ძირითადი მიმართულებები გააცნო, რომლებზეც ასოციაცია მუშაობს. ღონისძიება ორგანიზებული იყო გურიის GCCI-ისა და საინიციატივო ჯგუფის “გააცოცხლე გურია” მიერ. შეხვედრას დაესწრნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.

ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) 2010 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოწყვლადი თემების დახმარებას სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და მათი თვით-მედეგობის გაძლიერებაში. RDFG ასევე ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ მთავრობას და თვითმმართველობის ორგანოებს წარმატებული მართვის სისტემებისა და მეთოდოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში. ასოციაცია შემდეგი მიმართულებებით მუშაობს: სოცი-ეკონომიკური განვითარება, მშვიდობის მშნებლობა, საგანგებო სიტუაციების მართვა, მოქალაქეთა ინტერესების დაცვა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინოვაცია.

RDFG-სა და GCCI-ის შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონების გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. RDFG-ის ვიზიტი გურიაში აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული პირველი ნაბიჯია.