RDFG-სა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (ICDC) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 12 ივლისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (ICDC) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან აქტიურად ითანამშრომლონ მოწყვლადი მოსახლეობის სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაძლიერებად, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არაფორმალური განათლების და დასაქმების პროგრამების შემდგომი სრულყოფა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა სექტორის დამსაქმებლების ერთიანი და ეფექტური ძალისხმევით. RDFG-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ასოციაციის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა, ხოლო ICDC-ის მხრიდან – ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მაკა კუკავამ.

მხარეთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზარზე ეფექტური ინტეგრაციის ხელშეწყობა. მხარეები ასევე თანხმდებიან, ითანამშრომლობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებითაც.

გარდა ზემოაღნიშულისა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის მიერ განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ICDC-ის დამფუძნებელმა მაკა კუკავამ პროექტის მონაწილე სამუშაოს მაძიებლებისათვის გასაუბრების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომელზეც მან ისაუბრა გასაუბრების, მისი ტექნიკისა და დინამიკის შესახებ. ამასთან, პროექტის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ გასაუბრებაში, რომლის შემდეგაც ტრენერი მათ შესაბამის უკუკავშირს აძლევდა. ტრენერმა ასევე განიხილა თუ როგორ შეიძლება ან არ შეიძლება მოიქცეს გასაუბრებაზე მისული სამუშაოს მაძიებელი, რის შემდეგაც შევხედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბისშემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივთემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.