RDFG-სა და ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (HICDC) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 12 ივლისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების ცენტრს (HICDC) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან აქტიურად ითანამშრომლონ მოწყვლადი მოსახლეობის სწავლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაძლიერებად, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ არაფორმალური განათლების და დასაქმების პროგრამების შემდგომი სრულყოფა და განვითარება შესაძლებელია მხოლოდ სხვადასხვა სექტორის დამსაქმებლების ერთიანი და ეფექტური ძალისხმევით. RDFG-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ასოციაციის თავჯდომარემ, ვანო გრიგოლაშვილმა, ხოლო HICDC-ის მხრიდან – ორგანიზაციის დირექტორმა, სერგო ნოზაძემ.

მხარეთა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მემორანდუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოსახლეობის დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზარზე ეფექტური ინტეგრაციის ხელშეწყობა. მხარეები ასევე თანხმდებიან, ითანამშრომლობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიმართულებითაც.