ტექნოპარკმა RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონაწილეებს უმასპინძლა

2012 წლის 12 ივლისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, პროექტის მონაწილეები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, GITA-ს წარმომადგენელმა ჩაატარა ტრენინგი 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის შესახებ და დამსწრე აუდიტორიას ის შესაძლებლობები გააცნო, რომელსაც ორგანიზაცია ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებს სთავაზობს. აღნიშნულის შემდეგ, პროექტის მოაწილეებს ტექნოპარკი დაათვალირებინეს და ახალგაზრდების მიერ განხორციელებული ინოვაციური პროეტების შესახებ უამბეს.

3D ბეჭდვის შესახებ გამართული ტრენინგის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ბეჭდვის ტექნოლოგიას გაეცნენ და 3D პრინტერით დაბეჭილი კონკრეტული ნივთების, მათ შორის ამავე ტექნოლოგიით დაბეჭდილი ქვევრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. გარდა ამისა, GITA-ში მოწყობილი ექსკურსიის ფარგლებში, RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონაწილეებმა ორგანიზაციის სამუშაო ოთახები დაათვალიერეს, იხილეს ე.წ. ჭკვიანი საკერავი მანქანა ნამდვილი, 3D პრინტერი და მასზე დაბეჭდილი სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: მინიატურული ქანდაკებები, სხვადასხვა სახეობის ცხოველები, მანქანები და სხვ.

ექსკურსიის დასრულების შემდეგ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) წარმოამდგენელმა ახალგაზრდებს ამავე ორგანიზაციის აქტივობების ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული აგროპროექტები წარუდგინა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).