ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, RDFG-ისა და თეთრიწყაროს LAG-ის ორგანიზებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღია კარის დღე გაიმართა

2019 წლის 9 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერილი სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ღია კარის დღე გამართეს. ღონისძიების ფარგლებში,  ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსებისა და ჩაბარების წესთან დაკავშირებული დეტალები. ღონისძიებას RDFG-ის სოფლის განვითარების მენეჯერი, ნელი რევაზიშვილი და თეთრიწყაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ტიკურიშვილი უძღვებოდნენ.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, RDFG და თეთრიწყაროს LAG აცხადებენ მესამე საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:

  • გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის
    შემცირება;
  • სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების
    კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა;
  • სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  • სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია.

 
საგრანტო კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება იმ განაცხადებს, რომლებიც ემსახურება განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში სიახლეების დანერგვასა ან/და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტას.

საგრანტო კონკურსთან, მათ შორის პროექტის იდეის განაცხადის ფორმების შევსებისა და ჩაბარების წესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაიმართება ღია კარის დღეები, შემდეგი განრიგით:

მდებარეობა თარიღი დრო
ქ.თეთრიწყარო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზი 9 ივლისი 2019 წ. 11:00 – 13:00
სოფ. წინწყარო, ააიპ სათემო ფონდი „კოდორი 2013“-ს ცენტრი 10 ივლისი 2019 წ. 13:00 – 16:00
დაბა მანგლისი, მუსიკალური სკოლა 11 ივლისი 2019 წ. 11:00 – 13:00
კოდის დევნილთა კომპაქტური დასახლება, სათემო განათლების ცენტრი 12 ივლისი 2019 წ. 13:00 – 16:00
სოფ. ჯორჯიაშვილი, RDFG-ის ოფისი 15 ივლისი 2019 წ. 13:00 – 16:00

 
პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD II ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი (VVTG).