USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG-სთან არსებული DRR ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრები გაიმართა წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან

2019 წლის 8-9 ივლისს,  ასოციაცის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით, სამუშაო-გაცნობითი შეხვედრები გაიმართა წალენჯიხისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო საქართველოში USAID ზრდა პროექტის ფარგლებში მიერ შერჩეულ რეგიონებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრაზე იმსჯელეს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკების შესახებ და მუნიციპალურ დონეზე მათი მართვის გეგმის შემუშავებაზე. ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შემდგომი თანამშრომლობისა და მათი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს.

8 ივლისს წალენჯიხაში გამართულ სამუშაო-გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია და წალენჯიხის სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროსი კიაზო საჯაია. ამავე დღეს გაიმართა კატასტროფის რისკის შეფასებასთან დაკავშირებული შეხვედრაც, რომელზეც გამოვლენილი იყო 4 ძირითადი საფრთხე, რომლებზეც  შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა მომზადდება. აღნიშულ შეხვედრას, ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად, დაესწრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, ჯამში 40-მდე მოქალაქე.

9 ივლისს ზუგდიდში გამართულ სამუშა-გაცნობით შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მერის მოადგილეები  გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა მურღულია. წალენჯიხის მსგავსად, აქაც ამავე დღეს გაიმართა კატასტროფის რისკის შეფასებასთან დაკავშირებული შეხვედრა, გამოვლინდა 4 ძირითადი საფრთხე, რომლებზეც მომზადდება შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. აღნიშნულ შეხვედრას ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად დაესწრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, ჯამში 50-მდე მოქალაქე.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).