ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ის ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ღონისძიება კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ აისში გაიმართა

2019 წლის 24 ივნისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ის ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ღონისძიება კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯ აისში გაიმართა. ახალგაზრდული ბანაკის მიზანია RDFG-ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) წევრების ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობისა და პროფესიული განათლების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც პროფესიული კოლეჯი აისი მასპიძლობს, ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: მეღვინეობის, ვეტერინარიის, მეფუტკრეობისა და ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების შესახებ, ამასთან, გაეცნონ ინფორმაციას პროფესიული განათლების უპირატესობების შესახებ. ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ღონისძიებას დაესწრო პროფესიულ კოლეჯ აისის დირექტორი, მალხაზ ასლამაზაშვილი, RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი, ნელი რევზიშვილი და ამავე ორგანიზაციის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე.

ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი წისტყვით წარდგნენ RDFG-ის სოფლის განვითარების მენეჯერი, ნელი რევაზიშვილი და პროფესიულ კოლეჯ აისის დირექტორი, მალხაზ ასლამაზიშვილი, რომელმაც ასევე ისაუბრა იმ პროფესიების შესახებ, რომელსაც კოლეჯი აისი თავის სტუდენტებს სთავაზობს. აღნიშნულის შემდეგ, RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა, რევაზ ჯაველიძემ ტრენინგი გამართა მეწარმეობის, ინოვაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტარტაპების შესახებ, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ახალგაზრდული ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, RDFG-იმ ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) სულ 30 მონაწილე შეარჩია (10 ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრიდან, თითოეულიდან 3 ახალგაზრდა), რომლებიც YFC-ების აქტივობებში რამდენიმე თვის განმავლობაში სრულად იყვნენ ჩართულები. ახალგაზრდული ბანაკის ფარგლებში, ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგზე, ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლების დიდ პოტენციალსა და კონკრეტულ პროფესიებზე, რომლებსაც პროფესიული კოლეჯები ახალგაზრდებს სთავაზობენ. ტრენინგებს პროფესიული კოლეჯი აისის წარმომადგენლები გაუძღვებიან. გარდა აღნიშნულისა, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ბანაკის სხვა აქტივობებში, გაიცნონ სხვადასხვა ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ადამიანები და დაამყარონ ახალი კონტაქტები.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები, ეს არის RDFG-ს მოდელი, რომელიც აერთიანებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს და მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობს. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ. ახალგაზრდები სწავლობენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვას, სამოქალაქო ჩართულობას, ლიდერობას, მეწარმეობას და ეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს სოფლის მეურნეობის სფეროში. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ასევე მონაწილეობენ RDFG-ს სადემონსტრაციო ნაკვეთების განვითარებაში.

ამჟამად ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები ქვემო ქართლის 10 სკოლაში ფუნქციონირებს. ცენტრის წევრი ახალგაზრდები ცდილობენ აქტიურად ჩაერთონ საკუთარი თემის პრობლემების მოგვარებასა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. RDFG-ის აღნიშნული მოდელი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).