დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით, RDFG-იმ ქალაქ თეთრიწყაროში ღია კარის დღე გამართა

2019 წლის 13 მაისს, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით, „ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ქალაქ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში ღია კარის დღე გამართა. ღონისძიება გახსნეს RDFG-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერმა, ნელი რევაზიშვილმა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მენტორმა, ანანო ჩხეტიანმა. ღია კარის დღეს დაესწრნენ ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები.

ღონისძიების ფარგლებში, RDFG-ის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს, პროგრამის მენტორმა, ანანო ჩხეტიანმა კი პრორგამაში მონაწილეობის მსურველები დაარეგისტრირა. პროგრამით გათვალისწინებული სესიები ქალაქ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში მომავალი კვირიდან დაიწყება. პროგრამის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. პროექტს RDFG ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კორპორაციული მოხალისეების – დიდი ორგანიზაციების HR მენეჯერების ლექციები და ტრენინგებია, რომლებიც თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევების შესახებ საუბრობენ და პროექტის მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებასა და წარმატების საიდუმლოს უზიარებენ. პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კადრების არსებობის შემთხვევაში, მოწვეული HR-ები პროექტის მონაწილეებს ადგილზევე დაასაქმებენ.

პიროვნული უნარების გაძლიერების მიზნით, დასაქმების პროგრამის მონაწილეებს სესიებს შემდეგ თემებზე მოისმენენ:

  • ემოციური ინტელექტი;
  • ვერბალური და არა ვერბალური კომუნიკაცია;
  • სხეულის ენა;
  • თვითშეფასება; რწმენა საკუთარ თავში;
  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია;
  • ადამიანი; გარემო; განვითარება;
  • კომფორტის ზონა; რატომ და როგორ უნდა დავტოვოთ ის;
  • ფორმალური და არაფორმალური განათლება;
  • თვითრეალიზება;
  • დროის მენეჯმენტი.

 
სოციალური უნარების განვითარების მიზნით კი, პროგრამის მონაწილეები სესიებს შემდეგ თემებზე მოისმენენ:

  • სად და როგორ ვისწავლოთ/სად და როგორ გამოვიმუშაოთ უნარები;
  • პერსონალური ბრენდინგი;
  • მსოფლიოში არსებული ტენდენციები;
  • პროფესიების შეფასება და სხვადასხვა გათვლა;
  • საკუთარი თავის წარდგენა;
  • მოთხოვნა – მიწოდება თანამედროვე შრომით ბაზარზე;
  • თანამედროვე შრომითი ბაზრის გამოწვევები;
  • სამოქმედო გეგმა;
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • გასაუბრების ტექნიკები;
  • თვითპრეზენტაცია;
  • პროექტის წერა.

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითრების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.