USAID-ის „პროექტის ზრდა საქართველოში“ფარგლებში, RDFG-ისა და DRR ცენტრის წარმომადგენლები ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

2019 წლის 10 მაისს, „ასოციაცის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული „კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის“ (DRR Center) ორგანიზებით, სამუშაო-გაცნობითი შეხვედრები გაიმართა ახალციხისა და ასპინძის მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო „საქართველოში ზრდა პროექტის“ ფარგლებში შერჩეულ 17 მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრებზე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შემდგომი თანამშრომლობისა და მათი რესურსებიდან გამომდინარე, სრული მხარდაჭერისა და მობილიზების სურვილი გამოთქვეს.

ასპინძაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ასპინძის მერის მოადგილე – ლევან ბერიძე, USAID-ის „პროექტის ზრდა საქართველოში“ რეგიონული განვითარების ასოციაციის გუნდის ლიდერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ქეთევან ხმალაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – პაატა კბილაშვილი, ამავე სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების უფროსი – მერაბ აბრამიშვილი და ასპინძის სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროსი – ზურაბ ცინაძე.

ახალციხეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მერის მოადგილე – რუბენ კარაპეტიანი, USAID-ის „პროექტის ზრდა საქართველოში“ რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენელი, გუნდის ლიდერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ქეთევან ხმალაძე,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – პაატა კბილაშვილი, ამავე სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების უფროსი – მერაბ აბრამიშვილი და ახალციხის სახანძრო სამაშველო სამმართველოს უფროსი – ბადრი ლეკიშვილი.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა (Zrda Activity in Georgia) მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. რადგან, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა შეუძლებელია უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე, პროექტი შეიცავს კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მუნიციპალურ დონეზე, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, ინსტრუქციების დონეზე შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).