24-25 აპრილს გაიმართა საქართველოსა და სომხეთში კუდსაცავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის შესახებ მრჩეველთა საბჭოს მესამე შეხვედრა

2019 წლის 24-25 აპრილს, გაიმართა „საქართველოსა და სომხეთში კუდსაცავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის შესახებ მრჩეველთა საბჭოს მესამე შეხვედრა“, რომლის მიზანი იყო  პროექტის მიმდინარე საქმიანობების, მის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური დოკუმენტების, კუდსაცავების უსაფრთხოების შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეგიონებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობისა და პროექტის სამომავლო საქმიანობების განხილვა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო „ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ, სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace”-ისა და ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მრჩეველთა საბჭომ,  რომელიც შედგებოდა გარემოს დაცვის, საგანგებო სიტუაციების, ადრეული გაფრთხილების სისტემის, ჰიდროლოგიისა და წყლის დაცვის ექსპერტებისაგან, ასევე, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან გერმანიიდან, სერბეთიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

შეხვედრაზე საქართველოს მხარე წარმოდგენილი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ  წიაღის ეროვნული სააგენტოს, “შპს ჯორჯიან მანგანეზისა“ და „არემჯის“ (RMG) სახით.

“ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” ფარგლებში, ფუნქციონირებს კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center), რომელიც ხელს უწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიული და სისტემური მიდგომების დანერგვას როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად, RDFG მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო პროექტში „კუდსაცავების მართვის საშუალებების უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა საქართველოსა და სომხეთში“. პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე მოიცავს მდინარე ყვირილას აუზს და საპილოტე პროექტი განხორციელდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში არსებული შესაბამისი უფლებამოსილი სააგენტოებისა და სამრეწველო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას ინდუსტრიული ავარიებით, მათ შორის კუდსაცავებიდან გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესებისა და სამრეწველო კომპანიების მზადების დონის გაზრდის კუთხით.

პროექტი ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელშიც სომხეთის მხრიდან წარმოდგენილია სამეცნიერო ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია „Eco Peace”-ის და საქართველოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის მიერ – ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ხორციელდება ,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიასა და ცენტრალი აზიის ქვეყნებში გერმანიის ფედერალური გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში.

საქართველოს მხრიდან პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე ისეთ სამთო-მომპოვებით კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა “შპს ჯორჯიან მანგანეზი” და “არემჯი” (RMG).

დეტალურ ინფორმაციას კონფერენციისა და პროექტის შესახებ.