„ახალგაზრდული ევროპული კვირეული“ თეთრიწყაროში

მარნეულში გამართული ევროპის დღის ღონისძიების შემდეგ, RDFG-იმ ევროკავშირის ახალგაზრდულ პროექტთან ერთად ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ევროპულ კვირეული გახსნა. 12-16 ნოემბერს “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათ ევროკავშირის, ვროკავშირის სამეზობლო ახალგაზრდული ქსელისა და “ახალგაზრდა ევროპელი ელჩების” ინიციატივის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

“ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც EU Neighbors East ახორციელებს. ინიციატივა მიზნად ისახავს თანამშომლობისა და კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა), ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ახალგაზრდებში  ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ღონისძიების განმავლობაში 10 „ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრს“ესტუმრნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, მათთვის ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების გაცნობას, რასაც ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის ქმნის. პრეზენტაციები ჩატარდა მუნიციპალიტეტის 9 სოფელში: კოდა, ბოგვი, ხაიში, წინწყარო, თეთრიწყარო, გოლთეთი, ჭივჭავი, ირაგა და სამღერეთის საჯარო სკოლებში.

ღონისძიება დაიგეგმა ახალგაზრდა ფერმერებისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩებისა პირველი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა ერთად, სოფელ ასურეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ მეღვინესთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში ჩაერთვენენ.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFCs) მოდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს  ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). ცენტრები აერთიანებენ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობენ და საკუთარი თემის განვითარების პროცესში რთავენ. ცენტრების მიზანია, ახალგაზრდებმა დაინახონ საკუთარი მომავალი სოფელში და დიდ ქალაქებში მიგრაცია ერთადერთ ალტერნატივად აღარ განიხილონ.