სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის განვითარების თემაზე საქართველოში პირველი დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია ჩატარდა

50-ზე მეტმა საერთაშორისო ორგანიზაციის, დიპლომატიური კორპუსის, სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა დონორთა საკოორდინაციო კონფერენციაზე, რომელიც 19 ოქტომბერს, ბორჯომში RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად გამართა. კონფერენცია ჩატარდა USAID ZRDA პროექტის DRR-ის კომპონენტის ფარგლებში. RDFG-ი აღნიშნული პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია. კონფერენციას სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორში მომუშავე თითქმის ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხობის სისტემის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ამ სფეროში მომუშავა ყველა დაინტერესებული პირის ერთ სივრცეში შეკრებას, დამსწრეთათვის კატასტროფების მართვის სფეროში სამთავრობო სტრუქტურების რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის თემაზე დისკუსიების წარმართვას, კატასტროფების მართვის გაუმჯობესების შესახებ საერთო ხედვის შემუშავებას, ამ პროცესში DRR-ის როლის ჩართვით, და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

კონფერენცია გახსნა RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ღია დილოგის აუცილებლობას, რომელიც ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული პირის საჭიროებებს. მან ასევე გამოხატა მადლიერება, რომ DRR ცენტრს მიეცა საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ სისტემური მიდგომის დანერგვის ხელშეწყობის შესაძლებლობა, მათ შორის რესურსების იდენტიფიცირების, სხვადასხვა აქტორების დაკავშირებისა და შედეგებზე ორიენტირებული ინტერაქციის ხელშემწყობი პლატფორმის შექმნის გზით. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი მონაწილეებს სამინისტროს რეფორმების მიზნებსა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა, მათ შორის ეროვნული საგანგებო რეაგირების მოხალისეობრივი გეგმის შემუშავების, სავალდებული სამხედრო სამსახურის ალტერნატივისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშველობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანი რეფორმების საბოლოო შედეგების მისაღწევად არის „სერვისი, რომელიც იქნება თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და რომელიც მოიპოვებს ნდობას საზოგადოებაში, ექნება შესაძლებლობა უფრო ეფექტურად დაიცვას ხალხი, საკუთრება და გარემო მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობებისგან (ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები).“

მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს ასევე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის სამსახურმა, ჯანდაცვის სამინისტრომ და USAID ZRDA პროექტის თავმჯდომარის მოადგილემ ქეთი ჭუმბურიძემ. კონფერენციის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა „112“ და ჯანდაცვის სამინისტრომ მათი მიმდინარე და სამომავლო პროექტებისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მათ დონორ ორგანიზაციებს მათი უწყებების გადაუდებელი საჭიროებები წარუდგინეს, ტექნიკური აღჭურვილობის, ტრენინგებისა და საგანგებო მუშაკებისთვის განკუთვნილი ახალი სასწავლო ცენტრის შექმნის ჩათვლით.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები ესწრებოდნენ კონფერენციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან და საინტერესო დიალოგი მიმდინარეობდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროში კოორდინაციის მაქსიმალურად გაძლიერებას და ასევე ახალი ინიციატივების წამოწყებას“ – განაცხადა ვანო გრიგოლაშვილმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილმა დონორმა ორგანიზაციებმა კონფერენციის მონაწილეების საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს და ამ სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოში განხორციელებული აქტივობების შესახებ ისაუბრეს. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორიცაა UNDP, UNOCHA, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო და სახანძრო სამსახურის ვარშავის მთავარი სკოლა.

„მინდა მივულოცო ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზატორებს, რომლებმაც შეძლეს ყველა დაინტერესებული პირი ერთ სივრცეში შეეკრიბათ, ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ჩათვლით. ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა გავცნობოდით როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე კატასტროფების მართვის განვითარებისა და მხარდაჭერის სხვადასხვა შესაძლებლობებს. მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისათვის ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან და ვუსურვებ მათ წარმატებებს.“ – აღნიშნა კარლ ჰაინც გორტანომ, ავსტრიის საელჩოს პოლიციის ატაშემ.

გაეროს ეროვნული კატასტროფის რეაგირების მრჩეველმა კავკასიაში, ნინო ლორთქიფანიძემ აღნიშნა: „ ჩვენ ვცხვრობთ დროში, სადაც ქვეყნები ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგანან და რასაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია მოსახლეობაზე. ცხადია, რომ არცერთი ქვეყანა და არცერთი სექტორი არ არის დაცული ბუნებრივი კატასროფების მიერ გამოწვეული შედეგებისგან, რომელთა სიხშირეც და ინტენსიურობაც კლიმატური ცვლილებების გამო სულ უფრო იზრდება. ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი მუშაობითა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი, საქართველოში საგანგებო საკოორდინაციო სტრუქტურებისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. აქედან გამომდინარე, დოორების კონფერენცია ნამდვილად საჭირო ნაბიჯი იყო საგანგებო სიტუაციების მართვისა და კატასტროფების რისკის შემცირების სფეროებში მომუშავე ყველა პრტნიორის ერთად შესაკრებად და შესაბამისი სახელმწიფო უწყების ფარგლებში არსებული საჭიროებების გამოსავლენად.“

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფები მრგვალი მაგიდის ფარგლებში დისკუსიების გასამართათ, რომლის განმავლობაშიც მოხდა სხვადასხვა კომპლექსური და საჭირო საკითხების, არსებული გამოწვევების, საჭიროებების, შესაძლებლობების განხილვა, და სამთავრობო სტრუქტურების, დონორი ორგანიზაციებისა და მესამე მხარის აქტორებისათვის რეკომენდაციების შემუშავება საგანგებო სიტუაციის დროს კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. მონაწილეებმა აღნიშნეს მრგვალი მაგიდის ინოვაციური ფორმატის ეფექტურობა. მრგვალი მაგიდის მოდერატორმა სამანტა გათრიმ RDFG-იდან, კმაყოფილება გამოთვა წარმატებით განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მონაწილეები ასე აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის დისკუსიებში. საკითხის სხვადასხვა მხარეს მდგარ მონაწილეებს შორის, რომლებსაც პირისპირ ინტერაქციის შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ, ნამდვილი, არსებითი დისკუსიები გაიმართა. მონაწილეთა ასე აქტიური ჩართულობის გამო, იძულებულები გავხდით სესიების დრო გაგვეზარდა. ამჟამად ვმუშაობთ დოკუმენტზე, რომელიც შეაჯაებს მრგვალი მაგიდის განმავლობაში მიმდინარე დისკუსიებს. დოკუმენტი გაეგზავნება ყველა მონაწილეს, როგორც კონფერენციის ხელშესახები პროდუქტი.“

სამოქალაქო უსაფრთხოების განვითარების თემაზე ჩატარებული დონორთა საკოორდინაციო კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აღნიშნულ დიალოგში მონაწილეობისათვის, როგორც დონორი ორგანიზაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ გვანცა ქოქოშვილს, gkokoshvili@rdfg.ge