RDFG ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა

19 დეკემბერს, პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, RDFG კამპანიის ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიება „ფაბრიკაში“ გაიმართა და მასში პროექტის ორგანიზატორებმა, პარტნიორებმა, მონაწილეებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.

RDFG-ს ჩართულობით პროექტის ფარგლებში გამწვანების აქციები მოეწყო და კახეთისა და ქართლის 5 სკოლის ეზოში ელდარის ფიჭვის 200 ნერგი დაირგო. სკოლები პროექტ EDKK-დან შეირჩა. RDFG-ს წარმომადგენელმა ნინო ბარაქაძემ ჯილდოს მიღების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და პროექტში ორგანიზაციის ჩართულობაზე ისაუბრა.

სამ თვიანი პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, გამწვანების აქციის გარდა მოეწყო სპორტული აქტივობები, ფოტო კონკურსი, კამპანია თამბაქოსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ და სხვა ღონისძიებები.

პროექტი EDKK (ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვემო ქართლსა და კახეთში) გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.