RDFG -ს ბენეფიციარებმა „ბოლნისქალაქობა 2017“-ზე გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა

7 ოქტომბერს ბოლნისში „ბოლნისქალაქობა 2017“ და გერმანული კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლისთავი აღინიშნა.

ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით განხორციელდა და მასში RDFG-ც ჩაერთო. სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობის გარდა,  გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც პროექტ EDKK-ის („ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“) ბენეფიციარმა ფერმერებმა პროექტის შედეგად  მოწყობილ სადემონსტრაციო ნაკვეთებში მიღებული მოსავალი წარმოადგინეს. RDFG-ს კარავში მსურველებს თაფლის, პროპოლისის, მარწყვის, ჟოლოს მურაბის, ჯემის, კომპოტისა და ნერგების ყიდვა შეეძლოთ. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო გერმანიის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირების მიერ დამზადებული თექის ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებამ გერმანიის სამხედრო ორკესტრის, მუსიკალური ნომრებისა და სპექტაკლების ფონზე საზეიმოდ ჩაიარა. RDFG-ს ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილმა პროდუქციამ დიდი ინტერესი დაიმსახურა და წარმატებით გაიყიდა.

ასოციაცია წლებია გერმანიის ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და საელჩოსთან თანამშრომლობს. RDFG-ს მიმდინარე პროექტი EDKK (ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვემო ქართლსა და კახეთში) სწორედ BMZ-ისა და World Vision Germany-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს  საქართველოში იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიერ სიღარიბის დაძლევისა და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერას, რაც ძლიერი და კონკურენტუნარიანი სასოფლო წარმოების, გადამუშავებისა და მარკეტინგულ სექტორში ჩართვის გზით მიიღწევა. პროექტი ასევე ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული ფერმერების ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებას