გაცვლითი სასწვალო ვიზიტი ლიტვაში

RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლები ლიტვაში გაემგზავრნენ. ერთკვირიანი გაცვლითი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ისინი ლიტვის სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებენ და ადგილობრივ LAG-ებს მოინახულებენ, რათა  მათ სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპებს გაეცნონ და მათი გამოცდილება გაიზიარონ.

სასწავლო ვიზიტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის,  სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.  მათი მიზანია ადგილზე გაეცნონ, თუ როგორ თანამშრომლობენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები LAG-ებთან.

აღნიშნული ვიზიტი ნაწილია RDFG-ს  პროექტისა „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომელმაც მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და სოფლის სამომავლო განვითარებაზე იზრუნოს.

გუნდს წინ ძალიან საინტერესო კვირა ელის! RDFG მათ წარმატებულ და პროდუქტიულ მოგზაურობას უსურვებს!