დასაქმების პროგრამის კიდევ ერთი სტუმარი

RDFG-ს დასაქმების პროგრამის Employment Shuttle – ის მონაწილეებმა მორიგ კორპორაციულ მოხალისეს, Betsson Group – ის HR დირექტორს, თამარ ქლიბაძეს უმასპინძლეს. გამართული სესიის ფარგლებში სტუმარმა მონაწილეებს სასარგებლო რჩვები მისცა და მათ შეკითხვებს უპასუხა. სესიის ფარგლებში საუბარი იყო სამუშაოს ძიების ტექნიკებზე, დამსაქმებლის მოლოდინებზე, სამუშაო ინტერვიუსა და  შრომით ურთიერთობებზე. პროგრამის მონაწილეებს საშუალება მიეცათ უშუალოდ დამსაქმებლისგან მოესმინათ, თუ როგორია თანამშრომელთა დაქირავების კრიტერიუმები და პრიორიტეტები.

„მსგავსი სესიები დასაქმების პროგრამის მონაწილეებს სამუშაოს ძიების პროცესში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებასა და შესაბამისი უნარების განვითარებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის კორპორაციული მოხალისეები და, მათ შორის, ქალბატონი თამარიც მსგავს აქტივობებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უსასყიდლლოდ ახორციელებენ, რაც  მისასალმებელია და უდიდესი სტიმულია სამუშაოს მაძიებელთათვის“, – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ლელა მაისურაძემ.

RDFG-ს დასაქმების პროგრამის მეოთხე ფაზა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის საცდელი ეტაპი პროექტ „LIFE GEORGIA“ – ს ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს Vives Emplea -ს ესპანურ მოდელს, რომლის პილოტირებაც პირველად საქართველოში ორგანიზაციამ Action Against Hunger განახორციელა.