ქვემო ქართლში სათემო პროექტების კონკურსი წარმატებით დასრულდა

პროექტ EDKK-ს ფარგლებში სათემო პროექტების მიკრო საგრანტო კონკურსი ჩატარდა, რომელშიც დმანისში, წინწყაროში, კოდაში, საგარეჯოსა და შაუმიანში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსი ახალგაზრდების ჩართულობით თემში არსებული პრობლემების მოგვარებას ისახავდა მიზნად.  მასში  ის ხუთი სკოლა მონაწილეობდა, რომლებშიც ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები მდებარეობს.

მონაწილეებმა საპროექტო წინადადებები წარადგინეს, რომელიც RDFG-ს თამანშრომლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ განიხილა. საბოლოოდ თითო სკოლიდან 2-2 გამარჯვებული პროექტი შეირჩა. გამარჯვებული მოსწავლეებს შორის რამდენიმე მათგანი სკოლებს შორის სხვადასხვა სპორტული შეჯიბრის მოწყობით ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევს პოპულარიზაციას. ასევე ახალგაზრდები სკოლისა და სოფლის ბიბლიოეთეკას ახალი წიგნებით აღჭურავენ; ასევე გაიმარჯვა პროექტმა, რომელის მიზანიც სკოლის ეზოს გალამაზება და გამწვანებაა.

EDKK-ს თამანშრომლები ხუთივე სკოლას ესტუმრნენ და გამარჯვებულებს ყველა ის ნივთი გადასცეს, რაც მათ პროექტის განხორციელებისათვის სჭირდებათ. გარდა ამისა, კონკურსის თითოეული მონაწილე სერთიფიკატით დაჯილდოვდა. სკოლების დირექტორებსა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების კურატორ-მასწავლებლებს მადლობის წერილები გადაეცათ.

ახალგაზრდებმა პროექტების განხორციელება უკვე დაიწყეს. მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე ყველა პროექტი განხორციელებული იქნება.

პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“ (EDKK) ერთ-ერთი მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალაგზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული აგროსამეწარმეო საქმიანობასა და საკუთარი თემის განვითარების პროცესში. ამ მიზანით ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები (YFC), რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლიდერის თვისებების ჩამოყალიბებასა და თანამედროვე აგრო მეწარმეობის სწავლებასა და უპირატესობის ჩვენებას ისახავს მიზნად. მასში ერთიანდებიან როგროც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოზარდები.

აღნიშნული პროექტი გერმანიის ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს (BMZ-ის) მიერ არის დაფინანსებული და მხარდაჭერილია World Vision გერმანიის მიერ.