აგრო ექსპერტის ტრენინგი შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში

ლალი გოგინავა აგრო ექსპერტია, რომელმაც სოფელ შაუმიანში, RDFG-ს ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში (YFC) ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.  ტრენინგის მთავარი თემა ხილისა და კენკროვანი კულტურების მოყვანა იყო.  შეხვედრას უამრავი ახალგაზრდა დაესწრო, რომლებმაც საჭირო ინფორმაციის მიღების გარდა, ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილშიც მიიღეს მონაწილეობა.

„შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის (YFC) მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტისგან მიეღოთ ინფორმაცია. ლალი ფერმერებს კონსულტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს. ახალგაზრდები ძალიან დაინტერესდნენ იმ პრაქტიკული ინფორმაციით, რომელიც შეხვედრაზე მიიღეს“ – აღნიშნა თეა მხეიძემ, პროექტ EDKK-ს თანამშრომელმა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებს კურირებს.

ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFC) მიზანია, ახალგაზრდებმა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკებისა და მეწარმეობის შესახებ ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რამდენიმე სკოლა მიწის ნაკვეთს გამოყოფს, სადაც სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყობა. შედეგად,  სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკულად ჩაებან სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

შაუმიანის მოსახლეობის ძირითად ნაწილს  იძულებით გადაადგილებული პირები და ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა წარმოადგენს.  ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრში (YFC) ორივე სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები არიან თავმოყრილნი.  ცენტრის ერთ-ერთ მიზანიც სწორედ ის არის, რომ ყველა სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდას მოუყაროს თავი და მისცეს მათ საშუალება ერთად მუშაობით სარგებელი მოუტანონ თემს. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრის წევრები გარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, გუნდურ მუშაობას, დაგეგმვას, ბიუჯეტირებას, მარკეტინგსა და ბიზენისის განვითარებასაც სწავლობენ.

შაუმიანის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი (YFC) მეორე ლოკაციაა, სადაც ლალი გოგინავამ ტრენინგი ჩაატარა. სულ მალე ტრენინგების ჩატარება დარჩენილ სამ ცენტრშიც იგეგმება.