ახალგაზრდები სათემო პრობლემის მოგვარებას იწყებენ

პროექტ EDKK-ს (“ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით ქვემო ქართლის/კახეთის რეგიონებში“) ფარგლებში შაუმიანის N2 -ე საჯარო სკოლაში ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრებმა შეხვედრაზე საკუთარი თემის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღნიშნული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგვარების სამოქმედო გეგმის შედგენაში ბავშვებს RDFG-ს თანამშრომელი და ფასილიტატორი თეა მხეიძე დაეხმარა. გარდა შაუმიანისა, ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები გაიმართა კოდას, დმანისის, წინწყაროსა და საგარეჯოს სკოლებშიც. თითოეულ შეხვედრაში მონაწილეობას საშუალოდ 30 მოსწავლე იღებდა.

შეხვედებრის ფარგლებში ბავშვები ახალგაზრდების განვითარების საინიციატივო ჯგუფებად (YDIG) ჩამოყალიბდნენ და  აქტიურად ჩაებნენ საკუთარი თემის პრობლემების გამოვლენის პროცესში. ყველაზე აქტუალური საკითხები სკოლაში სპორტული რესურსების გაუმჯობესება და ბიბლიოთეკის წიგნებით აღჭურვა აღმოჩნდა. მოსწავლეთა ნაწილმა სკოლის წინ პარკის გაკეთების სურვილი გამოთქვა, ასევე გამოიკვეთა დასუფთავების პრობლემაც.

იმისათვის რომ ახალგაზრდებმა თემში არსებული პრობლემები გადაჭრან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგრანტო კონკურსი.  საინიციატივო ჯგუფებმა პრობლემების მოგვარების გზების  შესახებ საპროექტო წინადადებები უნდა მოამზადონ, საუკეთესო პროექტების ავტორებს კი RDFG  მიკრო გრანტებით დააჯილდოვებს. შეხვედრების ფარგლებში თეა ახალგაზრდებს პროექტის წერის საფუძვლების შესახებ ესაუბრა.  მასწავლებლებისა და RDFG-ს თანამშრომლების დახმარებით, საინიციატივო ჯგუფები საგრანტო წინადადებებს 2017 წლის იანვრის ბოლომდე მომამზადებენ.

მოსწავლეებისთვის დაგეგმილია ტრენინგები ბიზნესის განვითარებაში, ადგილობრივ მმართველობასა და მენეჯმენტში. მათ უკვე მიიღეს ინფორმაცია ადვოკატირებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ეს ცოდნა და უნარები დაეხმარება ახალგაზრდებს წვლილი შეიტანონ საკუთარი თემის განვითარებაში და იყვნენ აქტიური მოქალაქეები.