RDFG-ს ახალი პროექტი

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის  მეორე ფაზის ფარგლებში პროექტის განხორციელებას იწყებს. „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“  –  ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც  ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.  პროქეტის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს.

„RDFG-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ასეთი ამბიციური პროექტის განხორციელების საშუალება მოგვეცა“ – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა. „ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია წლებია ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას. სიამოვნებით ვიმუშავებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ადგილობრივი მოსახლების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“.

ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მონდელს „ლიდერს“ (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

RDFG-ს თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა და პროექტის მენეჯერმა ნელი რევაზიშვილმა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებულ უკვე ორ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციასა და სემინარზე სოფლის განვითარების პოლიტიკასა და განვითარების იმ მოდელზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს რეგიონებში პროექტის ფარგლებში უნდა დაინერგოს. ღონისძებაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა, ENPARD-ის განმახლორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოთვის (RDFG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში ხორციელდება . მისი პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია, ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.