სხვა LDSK წარმატების ისტორია

იას და ბადრის ოთხშვილიანი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა ერედვში, სადაც მათ ხუთი ჰექტარი მიწა ქონდათ პომიდვრის მოსაყვანად. ბაზრიდან მხოლოდ სამი კილომეტრისმოშორებით ცხოვრება უადვილებდათ პროდუქციის რეალიზაციას. ყველაფერი 2008 წლის ომმა შეცვალა.

ამჟამად ბადრი და ია თელიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ და აქაც ცდილობენ წარმატებული სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის აწყობას. 2010 წელს ოჯახს კიდევ ერთიწევრი შეემატა და ახლა ია და ბადრი ხუთი შვილის მშობლები არიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ მოაწყვეს თევზის ფერმა, საღორე და ბაღი. ასევე საკუთარპატარა მიწაზე გააკეთეს სათბური, სადაც მოყავთ მწვანილები, კიტრი და, რა თქმა უნდა, პომიდორი. მაგრამ იას და ბადრის, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და წარმატებული ბიზნესი ჰქონდათ ერედვში, უფრო მეტის მიღწევის ამბიცია აქვთ. პროექტის „საარსებო წყაროების განვითარება შიდა ქართლისდევნილი მოსახლეობისთვის“ შესახებ მათ დევნილთა სათემო ცენტრში შეიტყვეს და გამოიყენეს შესაძლებლობა, რომელიც მათ ოჯახს უკეთეს მომავალს შეუქმნის.

პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტის დახმარებით ია და ბადრი მეორე სათბურს აშენებენ, სადაც ისინი მწვანილებს და პომიდორს მოიყვანენ. შედეგად, გეგმის მიხედვით,ოჯახის შემოსავალი წელიწადში 3000 ლარი იქნება. ამ ფულის დაბანდებას ოჯახი ახლახან შეძენილ მიწაზე, პომიდვრის მოყვანაში გეგმავს. საბედნიეროდ, ბადრიმ ერედვიდანსაკუთარი ტრაქტორის წამოღება მოახერხა, რაც მას გრანტის ფარგლებში შეძენილი სათბურის დამუშავებასა და უფრო დიდი მოსავლის მიღებაში დაეხმარება. იას და ბადრისგაუჩნდათ შანსი დაიბრუნონ შემოსავლის ის წყარო, რომელიც 2008 წელს წაართვეს და აღზარდონ შვილები უკეთესი მომავლის იმედით.

პროექტი ხორციელდება RDFG-ს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.პროექტის განხორციელების პერიოდი იყო 2016 წლის ივნისი-ნოემბერი.