განივითარეთ უკეთესი მომავალი

არჩილი შავშვების დევნილთა დასახლებაში მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს. დევნილობამდე ის წარმატებული ფერმერი იყო და სამხრეთ ოსეთის სოფელხეითში მებაღეობით იყო დაკავებული. ასევე მოჰყავდა ხილი და ბოსტნეული და თავის მოსავალს სოფელშივე ყიდდა. ამჟამად ის პატარა სახლში ცხოვრობს და პატარა ეზო აქვს,თუმცა მისი ოცნებები კვლავ დიდია.

ახალ სახლში გადმოსვლის შემდეგ არჩილმა განაგრძო ფერმერული საქმიანობა, თუმცა ხედავდა, რომ ხუთშვილიანი ოჯახის რჩენისათვის შემოსავლის წყაროს გაზრდაესაჭიროებოდა. დევნილთა სათემო ცენტრში ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ თანამშრომლებისგან მან შეიტყო პროექტის „საარსებოწყაროების განვითარება შიდა ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ შესახებ და მიხვდა, რომ ეს პროექტი მისი შანსი იყო. არჩილმა წარმატებით გაიარა ბიზნეს ტრენინგები,დაწერა ბიზნეს გეგმა და იმ მონაწილეთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ფინანსური დახმარება მიიღეს. პროექტის გრანტის ფარგლებში არჩილს 1300 ლარიანი კომბინირებულიმინი-ტრაქტორი გადაეცა.

გაზაფხულზე არჩილი სიმინდის, ლობიოსა და კარტოფილის დათესვისა და მოყვანას გეგმავს, რისთვისაც აღნიშნულ მინი ტრაქტორს გამოიყენებს. ასევე, არჩილი და თავისი 12წლის ბიჭი გეგმავენ მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ მეზობლების მიწებიც დაამუშაონ. ამ გზით ისინი დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებენ და სხვებსაც დაეხმარებიანეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევაში.

არჩილი ხელს უწყობს შვილებს, რათა კარგად ისწავლონ და წარმატების გზას დაადგნენ. ის იმედოვნებს, რომ პირადი მაგალითით აჩვენებს მათ, თუ როგორ უნდა გახდნენდამოუკიდებლები, მიზანდასახულები და ინოვაციურები. მინი ტრაქტორის დახმარებით არჩილის ოჯახის თვიური შემოსავალი 500 ლარამდე გაიზრდება. კითხვაზე, თუროგორ დახარჯავს ამ თანხას, არჩილს გაეცინა „ხუთი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ყოველთვის რაღაც არის გადასახდელი“ – აღნიშნა მან.

პროექტი ხორციელდება RDFG-ს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.პროექტის განხორციელების პერიოდი იყო 2016 წლის ივნისი-ნოემბერი.