ახალი დასაწყისი კოდაში

ილია ბორცვაძე 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი სოფელ ერედვიდან იძულებით გამოასახლეს. ის კოდის დევნილთა დასახლებაში გაიზარდა. ილიამ კოდის სათემოგანათლების ცენტრში ინგლისური ენა ისწავლა და რამდენიმე წელიწადში აქვე დაიწყო მუშაობა. სწორედ აღნიშნულ სათემო ცენტრში გაიგო მან პროექტის „საარსებო წყაროებისგანვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ შესახებ. ილიას ბიზნეს გეგმამ წარმატება მოიპოვა და მან ყავის საფქვავი დანადგარი მიიღო, რის შედეგადაც ყავისდისტრიბუციის საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

ილია დედასთან ერთად მუშაობს, ფქვავს, აფასოებს და ყიდის ყავის მარცვლებს. გარდა ინდივიდუალური კლიენტებისა, დაფქულ ყავას ადგილობრივ მაღაზიებშიც აბარებენ. ილია და ნინო მაღაზიასთან დახლის გაკეთებას გეგმავენ, საიდანაც კლიენტებს დაფასოებულ ყავას ან ყავის დაფქვის სერვისს შესთავაზებენ.

მხოლოდ ერთი თვეა, რაც ილიამ ყავის ბიზნესი წამოიწყო და ოჯახი კვირაში უკვე საშუალოდ 5 კილო ყავას სტაბილურად ყიდის. ბიზნესის შემოსავლით ილია და ნინო ისეთსაოჯახო პროდუქტებს ყიდულობენ, როგორიც არის პური და შაქარი. საკუთარი წარმატებით შთაგონებული ილია გეგმავს თემში კიდევ წამოიწყოს მცირე ბიზნეს საქმიანობა.წარმატების მიღწევისათვის მისი რჩევაა: „არასოდეს დანებდე და გამოიყენე ყველა ის შანსი, რომელსაც ცხოვრება მოგცემს“.

პროექტი ხორციელდება RDFG-ს მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.პროექტის განხორციელების პერიოდი იყო 2016 წლის ივნისი-ნოემბერი.