ბიზნეს გრანტების მხარდამჭერი მექანიზმების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ბიზნეს გრანტების მხარდამჭერი მექანიზმების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო შეიმუშავა. სახელმძღვანელო შეიქმნა პროექტ LIFE Georgia-ს (საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით) ფარგლებში.

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია პროექტის განმავლობაში გამოვლენილი საუკეთესო, პრაქტიკის, გამოცდილებისა და მიდგომების შეჯამება. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით ახლად შექმნილი „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის“, რათა დაეხმაროს მათ მსგავსი თემატიკის პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს რედაქტორია პროექტ LIFE Georgia-ს მენეჯერი ნელი რევაზიშვილი.

სახელმძღვანელოს გადმოსაწერად გადადით ბმულზე.