RDFG განაგრძობს DRR კომპონენტის განვითარებას

ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გუბერნატორმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისწარმომადგენლებს RDFG-ს თავმჯდომარე და კატასტროფის რისკების შემცირების ცენტრის ხელმძღვანელი ვანო გრიგოლაშვილი წარუდგინა.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზაცია Mercy Corps-თან ერთად მუშაობს ოთხთვიან პროექტზე, რომელიც საგანგებო სიტუაციებისრისკების შემცირების მიზნით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული შეხვედრაც ამ პროექტის ფარგლებში გაიმართა. გუბერნატორმა ქვემოქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს RDFG-ს კატასტროფის რისკების შემცირების ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ოთხთვიანი პროექტის ფარგლებში კატასტროფის რისკების შემცირების მიმართულებით RDFG საქართველოს 11 მუნიციპალიტეტთან იმუშავენს და მათ გადამზადებასა დაგძლიერებას უზრუნველყოფს.