გორში „BDC აკადემია“ გაიხსნა

პროექტ LIFE Georgia-ს  გრანტის საფუძველზე გორში „BDC აკადემიის“ ფილიალი გაიხსნა, სადაც იმავე პროექტის  დასაქმების პროგრამის 8 ბენეფიციარი დასაქმდა.

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ბიზნეს გრანტებს გასცემდა. სწორედ ერთ-ერთი გრანტის საფუძველზე გაიხსნა „BDC აკადემიის“  გორის ფილიალი. გახსნის ცერემონიას აკადემიის დირექტორთან და თანამშრომლებთან ერთად RDFG-ს თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი და ასოციაციის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

BDC აკადემია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ფუნქციონირებს და მსურველებს უამრავი მიმართლებით მოკლევადიან ტრენინგებს სთავაზობს. გორის ფილიალის გახსნა ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ტრენინგების საშუალებით განივითარონ საჭირო უნარები, რაც მათი ეკონომიკური გაძლიერების წინაპირობაა.

პროექტი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად და განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (ACF). შიდა ქართლში პროექტს ახორციელებდა RDFG.