პროექტის “საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” საგრანტო კონკურსი

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის პროექტის “საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” ფარგლებში საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს, რომლებმაც გაიარეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი: ბიზნეს იდეის ფორმის წარდგენა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისა და თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგები.

ორდღიანი ინტენსიურ ტრენინგი, რომლის დროსაც განხილული იყო  საპროექტო განაცხადის ფორმა და მისი შევსებისათვის აუცილებელი წინაპირობები, ასევე პროექტის მართვის საფუძვლები გაიმართა შემდეგი განრიგით:

  • 8-9 აგვისტო, კოდის დევნილთა დასახლების სათემო ცენტრი;
  • 10-11 აგვისტო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
  • 12-16 აგვისტო, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.

 
ტრენინგს დაესწრო 52 ბენეფიციარი.

დაინტერესებულ ბენეფიციარებს შეუძლიათ შეავსონ ბიზნეს გეგმის ფორმა, რომელიც განხილული იყო ტრენინგების ფარგლებში და ჩააბარონ ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში

საგრანტო განაცხადები მიიღება ტრენინგის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში.

ანალიზის საფუძველზე, შეირჩევიან ბენეფიციარები საველე მონიტორინგისთვის, რომლის მთავარი მიზანია ადგილზე შემოწმდეს განაცხადში მითითებული მონაცემები და ბენეფიციარის საჭიროებები. მონიტორინგის შედეგად შერჩეული განაცხადების წარდგენა მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე. კომისია განხილვების შემდეგ მოახდენს იმ ბენეფიციართა იდენტიფიცირებას, რომლებიც მიიღებენ გრანტს სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების განსახორციელებლად.

წარდგენილი განაცხადებიდან დაფინანსებისთვის შეირჩევა შემდეგი სახის ინიციატივები:

  • სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები
  • სასოფლო სამეურნეო იარაღების ნაკრები
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაცია
  • თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივები.

 
პროექტის “საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის” მთავარი მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა და გრძელვადიანი საარსებო წყაროს შესაძლებლობის შექმნა სასოფლო სამეურნეო და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის გზით.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.