RDFG-ის გუნდი “Black Sea Group“-ს დასაქმებულთა სანახავად ეწვია

RDFG-თან თანამშრომლობის შედეგად ბევრი წარმატების ისტორია იქმნება. სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენენ ჩვენი ,,ბლექ სი გრუპში“ დასაქმებული ბენეფიციარებიც, რომელთაც დღეს უკვე თავიანთ ახალ სამუშაო ადგილას “Black Sea Group“-ის გომის საწარმოო ბაზაზე ასოციაცია “RDFG“-ის თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი თავის გუნდთან ერთად ეწვია.   შეხვედრა აგარა-გომის მშენებარე  საავტომობილო გზატკეცილის გაუმჯობესების პროექტის დირექტორ ნაბილ შმაისანსა და პროგრამა “Employment Shuttle“-ის ფარგლებში შერჩეულ სამ ახლადდასაქმებულ თანამშრომელთან შედგა, რომლებიც ,,ბლექ სი გრუპმა ”RDFG”-ის რეკომენდაციით დაასაქმა. შეხვედრაზე ”RDFG“ უკეთ გაეცნო კომპანიის ბაზას და მიმდინარე პროექტები და სამომავლო ურთიერთანამშრომლობისა თუ პარტნიორობის ფორმებიც განიხილეს.  ”RDFG“ 2015 წლის აგვისტოდან გორში დასაქმების პროგრამა “Employment Shuttle“-ს ახორციელებს  – „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით – LIFE Georgia“ პროექტის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ესპანეთში VIVES პროექტის სახელით ცნობილ “ACF”-ის მიერ  დანერგილ კონცეპტუალურად ინოვაციურ მოდელს.  აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტიდან უკვე პროგრამაში მონაწილეთა მეორე ნაკადი ჩაერთო შემართებით.

ქ.გორში მცხოვრები ახალგაზრდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია დემურიშვილისთვის ბოლო ორი წლის მანძილზე შეჩერებული კარიერა მის ცხოვრებაში RDFG-ის განხორციელებულ პროექტში ჩართვიდან ორ კვირაშივე შეიცვალა და იგი თარჯიმნად დასაქმდა ,,ბლექ სი გრუპში,“ ოცდაოთხი წლის პროფესიით მემანქანე ბექა გორიდან, რომელიც ასევე ორ წელზე მეტ ხანს უიმედოდ ეძებდა სამუშაოს, საწყობის ოპერატორად დასაქმდა იმავე კომპანიაში. იგი მიიჩნევს, რომ “RDFG” დაეხმარა დასაქმებასა და განვითარებაში, მეგობრების შეძენაში. ლია თვლის, რომ მან ყველაზე საუკეთესო წუთები პროფესიული განვითარებისთვის RDFG-თან ერთად გაატარა. მისი აზრით, “Employment Shuttle“ ინოვაციურობაზე ორინეტირებული ბევრისმომცველი პროგრამაა, სადაც გუნდურობა და თბილი გარემო უპირველეს ადგილზეა. ოცდასამი წლის ალექსანდრეც ახალსოფლიდან (ქარელის მუნიციპალიტეტი) კმაყოფილია RDFG-ის დახმარებით მოძიებული თავისი პირველი სამსახურით “Black Sea group”-ში: ,,ძალიან გახარებული ვარ, რომ ასე მალე ვიპოვე სამსახური საკმაოდ კარგი პირობებით და სახლთანაც ახლოს.“

ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ მადლობა გადაუხადა Black Sea Group-ს პროგრამა “Employment Shuttle“-დან შერჩეული კანდიდატების დასაქმებისთვის. RDFG კვლავ განაგრძობს ,,ბლექ სი გრუპისთვის“ სასურველი კადრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ხელს შეუწყობს მათ მსხვილ კომპანიებში დასაქმებას პროექტის გრძელვადიანობისა და ეფექტურობისთვის. “RDFG” მზადაა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფარმოს საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სამიზნე ჯგუფს დასაქმების მეშვეობით ერთობლივად საარსებო წყაროები შეუქმნან.

“ბლექ სი გრუპის”-ის მიერ დასაქმებული “RDFG“-ის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარი.

“ბლექ სი გრუპის”-ის მიერ დასაქმებული “RDFG“-ის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარი.

პროექტი „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით – LIFE Georgia“ საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლსა და სამეგრელოში) ორგანიზაცია “ACF“-ის (“მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”) ხელმძღვანელობით ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. შიდა ქართლში პროექტს ახორციელებს RDFG ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის.“ პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესებში ჩართულობის გზით.