RDFG–ი ახალ ფერმერთა გაერთიანებებს და სადემონსტრაციო ნაკვეთები აყალიბებს

RDFG–ი ახალ ფერმერთა გაერთიანებებს და სადემონსტრაციო ნაკვეთები აყალიბებსასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ პარტნიორი ფერმერებისა და ფერმერთა გაერთიანებების ფორმირების მეორე ეტაპი დაასრულა, რომელიც მცხეთა–
მთიანეთის დევნილთა რვა დასახლებასა და მასპინძელ თემში მცირე ფერმების დაარსებას ითვალისწინებს. ამ რაუნდის ფარგლებში RDFG-მ სამიზნე თემებში რვა სადემონსტრაციო
ნაკვეთი და ექვსი ფერმერთა გაერთიანება შექმნა: სამი მეფუტკრეობის ფერმა ბაზალეთისა და საგურამოს დევნილთა დასახლებებში, ორი ქათმის ფერმა წილკნისა და ფრეზეთის
დევნილთა დასახლებებში, მარწყვის ფერმა წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ჟოლოს ფერმა წინამძღვრიანთკარის დევნილთა დასახლებაში და ღია გრუნტის მებოსტნეობის
სადემონსტრაციო ნაკვეთი ბაზალეთში.

ყველა ფერმა RDFG-ს მიერ ადგილობრივ ფერმერებთან პარტნიორობით დაარსდა და წარმოადგენს სადემონსტრაციო, საჩვენებელ ნაკვეთს რაც ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს
გაეცნონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობას, და ფერმერების კოოპერატივების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სადემონსტრაციო ღონისძიებები
აგრეთვე RDFG-ის ფერმერთა სკოლის ტრეინინგებში მონაწილე ადგილობრივი ფერმერების ფართო ჯგუფს თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებაში ეხმარება.
პროექტის განხორციელების ორწლიანი პერიოდის მანძილზე RDFG-მ 15 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყო და 7 ფერმერთა გაერთიანების დაარსა.

ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდება პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მცხეთა-მთიანეთში“ ფერმერთა
გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ და მხარდამჭერილია WV
გერმანიის მიერ. აღნიშნული პროექტი შემუშავებულია RDFG-ის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი სოფლად მცხოვრები მოსახლეობაში
სიღარიბის დაძლევა და საარსებო საშუალებების გაზრდაა.