RDFG –ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების მიერ ახალგაზრდული მიკრო პროექტების შერჩევისა და დაჯილდოვების მეორე რაუნდი

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) დაასრულა ახალგაზრდული მიკრო პროექტების შერჩევისა და დაჯილდოვების მეორე რაუნდი, რომლებიც შემუშავდა მცხეთა–მთიანეთის ხუთ სკოლაში მოქმედი RDFG –ის ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების მიერ. სულ წარდგენილი 18 პროექტიდან შეირჩა შემდეგი ხუთი პროექტის იდეა: წეროვანში „ჩემი თვალით დანახული სოფლის მეურნეობა“ ფოტოკონკურსის მოწყობა, საგურამოში სატრენინგო ოთახის აღჭურვა, დუშეთში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ბაზალეთში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება და ახალდაბაში სარეკრეიაციო ზონის მოწყობა – ვიზრუნოთ სკოლაზე უკეთესი სწავლისათვის. შერჩეულ პროექტებს გადაეცათ მოთხოვნილი ინვენტარი/ აპარატურა, როგორიცაა ფოტო გადასაღები აპარატურა, სატრეინინგო და საპრეზენტაციო აღჭურვილობა, სპორტული ღონისძებებისთვის და სკვერის მოსაწყობად საჭირო ინვენტარი.

პროქტების შერჩევა მიმდინარე პროექტის „ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მცხეთა- მთიანეთში“ ფარგლებში მოხდა, რომელიც დაფინანზებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და მხარდაჭერილია WV გერმანიის მიერ. ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრები აერთიანებს 150–ზე მეტ მოსწავლეს დევნილთა და მასპინძელი სოფლებიდან რათა მოახდინოს თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობების დემონსტრირება, როგორც პოტენციური შემოსავლების წყარო და ქალაქში მიგრაციის ალტერნატივა. ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს შორის თანამედროვე სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით ასოციაციის ფერმერთა სკოლების სპეციალისტების დახმარებით ახალგაზრდები აწყობენ სადემონსტრაციო ნაკვეთებს სკოლის ტერიტორეიბზე. სოფლის მეურნეობის საქმიანობების გარდა ახალგაზრდული ცენტრების ფარგლებში ასევე ხორციელდება შემეცნებითი და თემის განვითარების პროექტები.