წევრობა

RDFG არის საერთაშორისო ორგანიზაცია Farming First-ის წევრი. (www.farmingfirst.org). Farming First ეს არის ორგანიზაციათა ერთობა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას სხვადასხვა პრაქტიკული პროგრამის საშუალებით. Farming First აერთიანებს 131 ორგანიზაციას, მათ შორის არიან სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ფერმერები, მეცნიერები და ინჟინრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ადგილობრივ დონეზე RDFG არის „სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსის“ (GAARD) წევრი. GAARD ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) ადგილობრივი მექანიზმი, რომელიც მუშაობს სოფლის მეურნეობისა და კვების უსაფრთხოების თემებზე საქართველოში. GAARD ხელს უწყობს ინფორმაციის, ანალიზის და გამოცდილების გაცვლას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის და მათი საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას პირისპირ შეხვედრების, ტრენინგების, კონსულტაციების, რეპორტებისა და სამუშაო ჯგუფების საშუალებით.