ჩვენი ისტორია

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არის განვითარებასა და ჰუმანიტარული დახმარებაზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს მოწყვლადი თემების დახმარებას სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და მათი თვით-მედეგობის გაძლიერებაში. RDFG ასევე ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ მთავრობას და თვითმმართველობის ორგანოებს წარმატებული მართვის სისტემებისა და მეთოდოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში.

RDFG მუშაობს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან, რათა უზრუნველყოს სერვისებსა და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობასა და უფლებების დაცვას. ასოციაცია მუშაობს ისეთ თემებზე როგორიცაა ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, მშვიდობის მშენებლობა და კატასტროფის რისკის შემცირება.