სტაჟიორი

გახდით სტაჟიორი RDFG-ში

RDFG გთავაზობთ სტაჟირების შესაძლებლობებს, RDFG-ის საქმიანობის მთავარი მიმართულებების ფარგლებში პოზიტიური ცვლილებების ხელშესაწყობად. RDFG იწვევს პირებს, რომელთაც მდგრადი თემების განვითარებისა და პასუხისმგებლობის მქონე მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  მონაწილეობა სურთ და ღირებული სამუშაო გამოცდილების მიღება.

სტაჟიორებს შესაძლებლობები ექნებათ:

  • პროექტების სფეროში მუშაობის გამოცდილება შეიძინონ;
  • სხვადასხვა პროექტის ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის საკითხებს გაეცნონ;
  • დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის პრაქტიკა მიიღონ;
  • სამიზნე თემებსა და დაინტერესებულ მხარეებში პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესს გაეცნონ;
  • მონაწილეობა მიიღონ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებში;
  • დინამიკურ და გამოცდილ გუნდთან იმუშაონ.

 
RDFG სარეკომენდაციო წერილებს გასცემს მათთვის, ვინც წარმატებით გაივლის სტაჟირების პერიოდს. გარდა ამისა, სტაჟიორის ინტერესისა და RDFG-ში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლებელია, RDFG-ის საჭიროებიდან გამომდინარე, გაჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა. ასოციაცია და სტაჟიორები შეთანხმდებიან მოქნილ სამუშაო გრაფიკზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

მოთხოვნები:

  • შრომისმოყვარე და მიზანდასახული;
  • ინიციატივიანი;
  • ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა.

 
გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და ატვირთოთ თქვენი განახლებული CV, თუ გსურთ შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება. გთხოვთ, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ.

გისურვებთ წარმატებას!

დარეგისტრირდით სტაჟიორთა საინფორმაციო ბაზაში