მოხალისე

RDFG გთავაზობთ სტაჟირების შესაძლებლობებს, RDFG-ის საქმიანობის მთავარი მიმართულებების ფარგლებში პოზიტიური ცვლილებების ხელშესაწყობად. RDFG იწვევს ჩვენს ბაზაში დასარეგისტრირებლად პირებს, რომელთაც მოხალისეობა სურთ მდგრადი თემების განვითარებისა და პასუხისმგებლობის მქონე მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  და ღირებული სამუშაო გამოცდილების მიღება.

თქვენ უნდა გსიამოვნებდეთ ახალგაზრდებთან მუშაობა, იყოთ თანამგრძნობი, საიმედო, კარგი კომუნიკატორი და მსმენელი, გონებაგახსნილი და ჰუმანური. გარდა იმისა, რომ მოხალისეობით ცვლილების მოტანა შეგიძლიათ, ასევე, მოხალისეობა გაძლევთ სამყაროს სხვა თვალით დანახვისა და მისი უკეთ აღქმის შესაძლებლობას.

RDFG-ის მოხალისეები მხარს უჭერენ ძირითადი მიმართულებების მდგრად განვითარებას, როგორიცაა ადვოკატირება, კრიზისის პრევენცია და გამოსწორება, სოფლის მეურნეობის წინსვლა, გენდერული თანასწორობა, მშვიდობის მშენებლობა და სხვ. მოხალისეობა უკეთ გვასწავლის საკუთარი თავის შეცნობას, რაც საბოლოო ჯამში გვზრდის. მოხალისის გამოყოფილ დროს დიდი ცვლილების მოტანა შეუძლია ადამიანების ცხოვრებაში, ასე რომ, თუ თქვენ ხართ ენთუზიაზმით სავსე, პოზიტიური და შეგიძლიათ თემთა მხარდაჭერა მათი თვითრწმენის გასაზრდელად, მაშინ ეს როლი სწორედ რომ თქვენთვისაა განკუთვნილი!!!

პირველი ნაბიჯი, RDFG-ის მოხალისედ რომ ჩაითვალოთ, უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს კანდიდატთა ბაზაში. ჩვენ ყველა კანდიდატისგან შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას ველით:

ღირებულებები და ვალდებულებები

  • ძლიერი ვალდებულება მოხალისეობის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი;
  • შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულობა;
  • ინიციატივიანობა;
  • მინიმუმ 15 წლის უნდა იყოთ დავალების შესრულებისას (ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს, 18 წელს ქვემოთ პირებისთვის აუცილებელია მშობლისგან ან მეურვისგან მიღებული თანხმობა);
  • ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • ძლიერი ინტერპერსონალური და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • მოხალისეობის ან სამუშაო გამოცდილების ქონა დადებითად შეფასდება.

 
იდეალურია

  • სახლიდან სამუშაოდ
  • უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
  • გრძელვადიანი მოვალეობების შესასრულებლად
  • მოკლევადიანი მოვალეობების შესასრულებლად
  • საველე მოხალისეობის მსურველთათვის RDFG-ის საქმიანობით დაფარულ ადგილებზე
  • ოფისიდან სამუშაოდ
  • ონლაინ სამუშაოდ
  • 15 წელს ზემოთ პირებისთვის

 
,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” სარეკომენდაციო წერილებს გასცემს მათთვის, ვინც წარმატებით გასწევს მოხალისეობრივ სამსახურს RDFG-ის მიზნებისთვის. ამას გარდა, მოხალისის ინტერესისა და RDFG-ში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლებელია, RDFG-ის საჭიროებიდან გამომდინარე, გაჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა. ასოციაცია და მოხალისეები შეთანხმდებიან მოქნილ სამუშაო გრაფიკზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოხალისეობა არ არის ანაზღაურებადი.

მოხალისეობის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც უანგაროდ გასცემთ, სანაცვლოდ ძალიან ბევრს იღებთ. ჩვენი სერვისი სრულიად უფასოა, ასე რომ დარეგისტრირდით ჩვენთან და ჩაერთეთ!

სანამ დაიწყებთ

მხედველობაში იქონიეთ, რომ RDFG-თვის ჩვენს სარეგისტრაციო ვებფორმაში თქვენს მიერ მოწოდებული დეტალები ინფორმაციის მთავარი წყაროა მოხალისეობრივი დავალებებისთვის შესაფერისი კანდიდატების განსასაზღვრად. გთხოვთ, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ.

გისურვებთ წარმატებას!

დარეგისტრირდით მოხალისეთა საინფორმაციო ბაზაში