ექსპერტი/ტრენერი

პოზიტიური ცვლილებების ხელშეწობის მიზნით თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ფარგლებში RDFG იწვევს  ექსპერტებსა და ტრენერებს სხვადასხვა დისციპლინიდან ასოციაციის ექსპერტთა საინფორმაციო ბაზაში დასარეგისტრირებლად.

ექსპერტებს, რომლებიც დარეგისტირებული არიან ექსპერტთა საინფორმაციო ბაზაში, შეუძლიათ ასოციაციას შესთავაზონ თავიანთი ინიციატივები. ასევე, შესაძლოა ასოციაციამ ექსპერტები მოიწვიოს საკონსულტაციო/ტრეინინგ სერვისების გასაწევად. ბაზაში დარეგისტრირებულ ექსპერტებს ასოციაცია დაუკავშირდება აქტუალური პროექტებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ექსპერტთა აქტივობები ასოციაციაში განსხვავდება ხანგრძლივობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

ვის შეუძლია გაწევრიანება: მონაცემთა ბაზა გახსნილია საჯარო და არასაჯარო მოხელეებისათვის, პრაქტიკოსებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კონსულტანტებისთვის, ვისაც სურთ წვლილი შეიტანონ მდგრადი თემისა და პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ჩამოყალიბების საკითხებში.

საქმიანობის სფეროები: მონაცემთა ბაზაში გაწევრიანება შეუძლიათ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს საქმიანობის შემდეგი სფეროებიდან:

  • სოციოეკონომიკური განვითარება;
  • საგანგებო სიტუაციების მართვა/კატასტროფის რისკის შემცირება;
  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდების ჩართულობა;
  • მოქალაქეთა ინტერესების დაცვა;
  • მშვიდობის მშენებლობა.

 
თუ თვლით, რომ თქვენი ექსპერტიზის სფერო არ არის ჩამონათვალში, მაგრამ აღნიშნულ სფეროებთან ახლო კავშირშია, რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია.

როგორ დავრეგისტრირდეთ: დასარეგისტრირებლად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის საბოლოო საფეხურია თქვენი განახლებული რეზიუმეს ატვირთვა. თქვენი მონაცემები არის კონფიდენციალური და ბაზაში არსებული ინფორმაცია მესამე მხარესთან გაზიარდება მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

დარეგისტრირდით ექსპერტთა/ტრენერთა საინფორმაციო ბაზაში