ახალი ამბები

საინფორმაციო ბიულეტენი – დეკემბერი, 2019 – იანვარი, 2020

მეტი →

ქალაქ ბათუმს ახალი სახანძრო კიბე გადაეცემა

2019 წლის 19 ნოემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ხელი მოაწერა პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ ბათუმს ახალი სახანძრო ავტოკიბე (კალათით) გადაეცემა. პროექტი “ბათუმისთვის სახანძრო მანქანა-კიბით უზრუნველყოფის შესახებ” ხორციელდება საქართველოში იაპონიის საელჩოს, იაპონიის მთავრობის გრასრუტის, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამისა და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თანამშრომლობის შედეგად.

მეტი →

RDFG-იმ და თეთრიწყაროს LAG-მა მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამხარეო პარლამენტში 2019

2019 წლის 6-9 ნოემბერს, ესპანეთის სოფელ კანდასში (ასტურიასი), ევროპის მეოთხე სამხარეო პარლამენტი გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო 40 ქვეყნის 335 დელეგატი, მათ შორის ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმომადგენლები და თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ტიკურიშვილი. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამხარეო პრობლემებსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ.

მეტი →

USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, RDFG-ისა და მასთან არსებული DRR ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრები გაიმართა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებთან

2019 წლის 11 ნოემბერს, ასოციაცის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით, სამუშაო-გაცნობითი შეხვედრები გაიმართა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერებთან და მერიის წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ რეგიონებში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. შეხვედრას უძღვებოდა RDFG-ის საგანგებო სიტუაციების

მეტი →

რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ბანაკი ყვარელში გაიმართა

2019 წლის 3-10 ნოემბერს, USAID Zrda პროექტის ფარგლებში მიმდინარე ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის სამეწარმეო ბანაკი იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ქალაქ ყვარელში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ RDFG-ის ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, ასევე, შეხვედროდნენ სამეწარმეო სფეროში მოღვაწე ადამიანებს კერძო ორგანიზაციებიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ჯამში ტრენინგში ჩართულები იყვნენ USAID

მეტი →

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) აცხადებს ახალი ნაკადის მიღებას თეთრიწყაროში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომელთაც დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პიროვნული და სოციალური უნარების გაძლიერებას სთავაზობს. პროგრამით გათვალისწინებული სესიები ქალაქ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში 2019 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყება. პროგრამის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა. პროექტს RDFG ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი

მეტი →

RDFG Ruritage-ის დიდ ოჯახს უერთდება

2019 წლის 30-31 ოქტომბერს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე კვლევითი პროექტის Ruritage ფარგლებში, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) იტალიაში გამართულ ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა. ვორქშოფის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ე.წ. დამატებით რეპლიკატორებს შეხვედროდნენ, რომლებიც პროექტს 2019 წლის გაზაფხულზე სხვადასხვა ქვეყნიდან შეუერთდნენ, მათ შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, აზიისა და არაბული ქვეყნებიდან.  საქართველოდან ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო RDFG-ის თავმჯდომარემ,

მეტი →

‘საერთაშორისო ქსელი – რეგიონული განვითარება მომავლისთვის’ შეიქმნა

სერბეთი ერთ-ერთია იმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათაგან, რომელშიც RDFG-ის გამოცდილების გაზიარებით, ანალოგიური ორგანიზაცია იქმნება   ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) წარმატებული გამოცდილება და მიღწევები სულ უფრო მიმზიდველი ხდება აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნებისთვის. რადგან სოციო-ეკონომუკური განვითარება და ადგილობრივი მთავრობისა და თვითმმართველობის ორგანოების მხარდაჭერა წარმატებული მართვის სისტემებისა და მეთოდოლოგიების დანერგვაში მნიშვნელოვანია სერბეთისთვის, სერბეთმა RDFG-ის წარმატებული პროგრამებისადმი დაინტერესება

მეტი →

საინფორმაციო ბიულეტენი – ნოემბერი, 2019

მეტი →

UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, RDFG-სა და DEKONTA-ს ორგანიზებით, მასშტაბური ავარიების პრევენციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული ტრენინგი გაიმართა

2019 წლის 21 ოქტომბერს, UNDP-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „საგანგებო სიტუაციებისათვის მზაობისა და მათი მართვისათვის ქართული მიდგომების გაღრმავება” ფარგლებში, კომპანია DEKONTA-სა და ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართა ტრენინგი მასშტაბური ავარიების პრევენციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს

მეტი →

არქივი