ახალი ამბები

RDFG-ის გუნდი “Black Sea Group“-ს დასაქმებულთა სანახავად ეწვია

RDFG-თან თანამშრომლობის შედეგად ბევრი წარმატების ისტორია იქმნება. სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენენ ჩვენი ,,ბლექ სი გრუპში“ დასაქმებული ბენეფიციარებიც, რომელთაც დღეს უკვე თავიანთ ახალ სამუშაო ადგილას “Black Sea Group“-ის გომის საწარმოო ბაზაზე ასოციაცია “RDFG“-ის თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი თავის გუნდთან ერთად ეწვია.   შეხვედრა აგარა-გომის მშენებარე  საავტომობილო გზატკეცილის გაუმჯობესების პროექტის დირექტორ ნაბილ შმაისანსა და პროგრამა “Employment Shuttle“-ის ფარგლებში შერჩეულ

მეტი →

“RDFG” დასაქმების ფორუმის მოსამზადებელ სამუშაო შეხვედრას მართავს

22 აპრილს, ბორჯომში, ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) სასტუმრო „Rixos ბორჯომში“ დასაქმების ფორუმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ მიზანს მაისში შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი დასაქმების ფორუმში მონაწილე პოტენციური დამსაქმებლების მოლოდინების გაგება წარმოადენდა. სამუშაო შეხვედრას ოცზე მეტი მსხვილი კომპანიის ადამიანური რესურსების სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე მონაწილეებმა დასაქმების ფორუმის ორგანიზების საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკა და მონაწილეობისას

მეტი →

RDFG საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორებს კვლავ ეხმარება

ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის,“ ევროკავშირის პროექტის “LIFE GEORGIA”-ს დაფინანსებით მცირე და საშუალო ბიზნესის საუკეთესო იდეების ავტორებს საჭირო აღჭურვილობები გადასცა შიდა ქართლში. პროექტი „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით – LIFE Georgia“ საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლსა და სამეგრელოში) ორგანიზაცია “ACF“-ის (“მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”) ხელმძღვანელობით ორგანიზაციათა კონსორციუმის

მეტი →

დევნილთა დასახლებებში სათესლე მასალის გამოფენა-გაყიდვა

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) 10-18 მარტს პროექტის ,,ეკონომიკური განვითარება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ქვემო ქართლსა და კახეთში” (EDKK) ფარგლებში სათესლე მასალის გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. სათესლე მასალის გამოფენა-გაყიდვა დევნილთა შვიდ დასახლებაში ჩატარდა – კოდა, წინწყარო, შაუმიანი, ქვემო ბოლნისი, ბოლნისი, დმანისი და საგარეჯო. გამოფენა-გაყიდვაზე სერტიფიცირებული სათესლე მასალის მიმწოდებელი კომპანიები იყვნენ მიწვეულნი და გამოფენის მიზანს

მეტი →

დასაქმების პროგრამა ’’Employment Shuttle“-ის ღია კარის დღე გორში

24 თებერვალს, ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (“RDFG”) ღია კარის დღე მოაწყო ქ.გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტ LIFE Georgia-ს ფარგლებში განსახორციელებელი დასაქმების პროგრამა “Employment Shuttle“-ის მეორე ეტაპის კანდიდატ მონაწილეებთან შესახვედრად. დასაქმების პროგრამა “Employement Shuttle” წარმოადგენს კონცეპტუალურად ინოვაციურ მოდელს, რომელიც დანერგილი იქნა “ACF”-ის მიერ ესპანეთში და ცნობილია, როგორც VIVES პროექტი. შეხვედრას ესწრებოდა “ACF“-ის („მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“)

მეტი →

დასაქმების პროგრამა ’’Employment Shuttle“-ის დასკვნითი ღონისძიება თბილისში

5 თებერვალს, ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ პროექტ LIFE Georgia-ს ფარგლებში განხორციელებული დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნით ღონისძიებაზე ,,ბეტსის სასტუმროში“ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო. პროექტს წარმატებული მონაწილეები საქართველოს სამი ლოკაციიდან ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტი ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და პროექტის ახალი ეტაპი 1 მარტს დაიწყება ახლადშერჩეულ ჯგუფთან ერთად. დასაქმების პროგრამაში

მეტი →

,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს შეხვდა

27 იანვარს, ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” წარმატებულად ჩაერთო 24 ორანიზაციისა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეთათვის ორგანიზებულ რესურსების გამოფენაში კაჭრეთის ამბასადორში და გაუზიარა მოხალისეებთან თანამშრომლობის პრაქტიკა მომავალ პარტნიორებსა და კოლეგებს. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი და და მშვიდობის კორპუსი დირექტორი სტივენ სმიტი. ერთობლივად განხილული იქნა არსებული და სამომავლო პროგრამები, აქტივობები და სამომავლო

მეტი →

“RDFG”-ის დასაქმების პროგრამა ’’Employment Shuttle“-ის I ეტაპის საზეიმო დახურვა

ასოციაციამ ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (“RDFG”) 27 იანვარს საზეიმოდ აღნიშნა პროექტ LIFE Georgia-ს ფარგლებში განხორციელებული დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპის დასრულება  და ოც წარმატებულ მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.  აღნიშნული პროექტი ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლსა და სამეგრელოში) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დასაქმების პროგრამაში ჩართული იყვნენ 18-45 წლამდე უმუშევარი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომელთაც

მეტი →

’’RDFG“-ის კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს საჭირო აღჭურვილობას გადასცემს

23 იანვარს, თბილისის ზღვის სამაშველო ბაზაზე საზეიმო ვითარებაში, ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ბაზაზე არსებულმა კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრმა (DRR Center-მა) პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს გადასცა. სპეციალური დანიშნულების აღჭურვილობას წარმოადგენდა დეკონტამინაციის ოთხი კაბინა, აირგაუმტარი კომბინეზონები, პნევმატური კარავი და

მეტი →

ტენდერი სამკერვალო სალონის აღჭურვილობის შესყიდვაზე

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) არის განვითარებასა და ჰუმანიტარული დახმარებაზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაცია (შემდგომში ასოციაცია),  რომელიც 2010 წელს დაარსდა და მიზნად ისახავ მოწყვლადი თემების დახმარებას სოციო-ეკონიმიკურ განვითარებისა და მათი თვით-მედეგობის გაძლიერებაში, ასევე  ტექნიკურ დახმარებას უწევს ადგილობრივ მთავრობას და თვითმართველობის ორგანოებს  წარმატებული მართვის სისტემებისა და მეთოდოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში. ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის

მეტი →

არქივი