სახელმძღვანელო პრინციპები

  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა – სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა გენდერული საკითხების წინ წამოსაწევად ინტერვენციის დიზაინის, დაგეგმვისა და შეფასების პროცესში, როგორც ადგილობრივ, ასევე საკანონმდებლო დონეზე. RDFG თანაბარ საშუალებას აძლევს ქალებს, მამაკაცებს, გოგოებსა და ბიჭებს ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და სარგებელი მიიღონ მათგან.
  • ახალგაზრდების ჩართულობა – ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც მათი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თემის მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას ემსახურება. RDFG-ს პროექტები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ ცოდნა და უნარები, რომელებიც დაეხმარება მათ გახდნენ აქტიური მოქალაქეები და ჩაერთონ სამოქალაქო საქმიანობაში.
  • მოქალაქეთა ინტერესების დაცვა – ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაზრდა საკუთარი უფლებების ადვოკატირებასა და ინტერესების დაცვაში, რაც ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. RDFG იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რათა გააუმჯობესოს შესაძლებლობები სოციალური კაპიტალის შესაქმნელად და აამაღლოს მოქალაქეთა ცნობიერება.
  • ინოვაცია – ინვესტირების წახალისება ინოვაციურ ტექნოლოგიებში. RDFG მხარს უჭერს ინოვაციებს კაპიტალდაბანდებაში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, საზოგადოების ჩართულობის მეთოდებისა და საგანმანათლებლო ტექნიკების განვითარებაში. ასოციაცია ასევე მხარს უჭერს ინოვაციურ მიდგომებს სახელმწიფო მმართველობის, ინფორმაციისა და კრიზისის მენეჯმენტის სფეროებში.