საგანგებო სიტუაციების მართვა DRR – დასრულებული პროექტები

ადგილობრივ თემებთან მუშაობა, რათა მათ გამოიმუშავონ ბუნებრივი და ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული საფრთხის გამკლავებისათვის საჭირო უნარები. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიული და სისტემური მიდგომების დანერგვა ქვეყნის რეგიონალურ და ცენტრალურ დონეზე.

 
მიმდინარე პროექტები დასრულებული პროექტები
 
 
სამხრეთ კავკასიის რეგიონში კატასტროფის რისკების შემცირების ღონისძიებების მდგრადობის უზრუნველყოფა
 
დონორი: The United Nations Children’s Fund
დაწყების/დასრულების თარიღი: 17 მარტი, 2015 – 17 დეკემბერი, 2015
ადგილმდებარეობა: თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი
 
პროექტი შემუშავებულია ECHO-ს და UNICEF-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კატასტროფის გამომწვევი ბუნებრივი საფრთხეების შემცველ ზონებში მცხოვრები ბავშვებისა და მოწყვლადი თემების მედეგობის გაძლიერებას კატასტროფებისთვის მზადებისა და განათლებაში კატასტროფების რისკეის შემცირების საკითხების ინტეგრაციის ხელშეწყობის მეშვეობით. პროექტის სპეციფიური მიზანია კატასტროფის რისკების შემცირების ახალგაზრდულ კლუბებთან წარმატებით გამოცდილი მეთოდოლოგიის დანერგვა და კატასტროფის გამომწვევი ბუნებრივი საფრთხეების შემცველ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და 10 საპილოტე სკოლის ადმინისტრაციის ცოდნის ამაღლება და შესაძლებლობების გაზრდა საგანგებო სიტუაციების (კატასტროფის) რისკის მიტიგაციის (შერბილების), საგანგებო სიტუაციებისთვის (კატასტროფისთვის) მზადების და მათზე რეაგირების გაუმჯობების მიზნით. მეორეს მხრივ, პროექტის მიზანია ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის და საგანგებო სიტუაციების მართვის სტრუქტურების დახმარება კატასტროფის რისკის მართვის სისტემის შემდგომი განვითარება/გაძლიერება და შიდა სახელმწიფოებრივი რეგულაციების დონეზე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების/სისტემების შესაბამისი ასახვა. პროექტი ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში
 
დონორი: The United Nations Development Programme
დაწყების/დასრულების თარიღი: 5 მარტი, 2015 – 30 სექტემბერი, 2016
ადგილმდებარეობა: ქვეყნის მასშტაბით
 
პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის შემცირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში პოტენციური რისკებისადმი მედეგობის გაძლიერებისთვის. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ორი ძირითადი გზით:
 

  1. უნდა მოხდეს კატასტროფის რისკების შემცირებისა და აღდგენის საკითხების ასახვა სექტორული დაგეგმვისა და ეროვნული განვითარების პროგრამების ფარგლებში.
  2. ყველა დონეზე ეფექტური რეაგირებისთვის ეროვნული კატასტროფის მზადყოფნის შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს.

 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


საარსებო წყაროების შეფასება ზემო სვანეთის თემებში
 
დონორი: Action Against Hunger
დაწყების/დასრულების თარიღი: 30 აგვისტო, 2013 – 15 ნოემბერი, 2014
ადგილმდებარეობა: სამეგრელო-ზემო სვანეთი
 
DG ECHO -ს მიერ დაფინანსებული პროექტის “თემის მედეგობის გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეს აფხაზეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში” ფარგლებში RDFG-მ მესტიის მუნიციპალიტესის შვიდ სოფელში ჩაატარა არსებული სიტუაციის შეფასება ACF სამხრეთ კავკასიის მისიის დაკვეთით. მესტიის მუნიციპალიტეტში გამოიყითხა ACF-ის მიერ წინასწარ შერჩეულ 124 რესპონდენტი. შეფასების ძირითადი მიზანი იყო წარმოედგინა საარსებო წყაროების, თემის შესაძლებლობებისა და მათი ძლიერი და სუსტი მხარეები კომპლექსური და სიღრმისეული ანალიზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელო ზემო სვანეთის მოსახლეობის მდგრადობის, რესურების ეფექტური მართვის და ეკონომიკური დაგეგმარების თვალსაზრისით. შეფასების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია სპეციალურად იყო შემუშავებული, რათა მისი გავრცელების პროცესში, როგორც თემში, ასევე მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებული მხარეებს შორის, სირთულეები თავიდან ყოფილიყო აცილებული.


საქართველოში მოქმედი ინსტიტუციებისა და მოწყვლადი თემების მხარდაჭერა კატასტროფის რისკის შესამცირებლად
 
დონორი: United Nations Children’s Fund
დაწყების/დასრულების თარიღი: 15 აგვისტო, 2013 – 27 ნოემბერი, 2013
ადგილმდებარეობა: თბილისი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი
 
პროექტის საერთო მიზანი იყო ბუნებრივი საფრთხეების რისკის ქვეშ მყოფ თემებში ბავშვებისა და მოსახლეობის მედეგობის გაზრდასა და მოწყვლადობის შემცირებაში წვლილის შეტანა. პროექტის კონკრეტული მიზანი იყო ბუნებრივი საფრთხის შემცველ ადგილებში მდებარე ათი საპილოტე სკოლის ბავშვებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება, საგანგებო სიტუაციის მიტიგაციისა და მასზე რეაგირებისათვის მათი უკეთ მომზადების მიზნით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: სამიზნე სკოლებში შეიქმნა სკოლის საგანგებო სიტუაციების მართვის საბჭო, ჩატარდა ტრენინგები კატასტროფის რისკის შემცირებისა და კატასტროფის რისკის მართვის საკითხებზე, შემუშავდა სკოლის საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა და შერჩეული სკოლების ორმოცი მონაწილისთვის. მოეწყო კატასტროფის რისკის შემცირების საზაფხულო ბანაკი. ასევე, რეკომენდაცია გაეწია დარგობრივ სამინისტროებს საგანგებო სიტუაციის მართვის საერთო მეთოდების მიღებასთან დაკავშირებით.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


ბუნებრივი საფრთხეების მიმართ აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის თემის მედეგობის გაძლიერება
 
დონორი: Action Against Hunger
დაწყების/დასრულების თარიღი: 15 ივლისი, 2013 – 5 აგვისტო, 2013
ადგილმდებარეობა: სამეგრელო-ზემო სვანეთი
 
პროექტი მიზნად ისახავდა ცხრა დღიან ტრენინგს საძიებო და სამაშველო ოპერაციების შესახებ და სიმულაციებისა და ევაკუაციის წვრთნების ჩატარებას ACF -ის ბენეფიციარებისათვის რვა სამიზნე თემში სანაგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის ჩამოყალიბების მიზნით. ასევე, RDFG DRR ცენტრმა ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა ადგილობრივ თემს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმისა და სკოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის შექმნაში, რომელიც მოიცავდა საევაკუაციო გეგმებს, ასევე აფხაზეთისა და სვანეთის სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაძლიერებას საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში.


კატასტროფის რისკის შემცირების საგანმანათლებლო ღონისძიებები
 
დონორი: United Nations Children’s Fund
დაწყების/დასრულების თარიღი: 3 სექტემბერი, 2012 – 17 სექტემბერი, 2012
ადგილმდებარეობა: თბილისი
 
პროექტის მიზანი იყო საგანმანათლებლო ღონისძიების მოწყობა DIPECHO-ს პროექტის თბილისის საპილოტე სკოლაში. RDFG DRR ცენტრი დაეხმარა UNICEF-ს კატასტროფის რისკის შემცირების საგანმანათლებლო ვიზიტის ორგანიზებაში, მაღალი რანგის დელეგატებისათვის. ვიზიტი განხორციელდა გარემოსდაცვითი განათლების კვირეულისა და მთავრობათაშორისი კონფერენციის “თბილისი +35 გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში. კონფერენცია ეძღვნებოდა თბილისის 1977 წლის დეკლარაციას და მდგრადი სამყაროსთვის გლობალური საგანმანათელებლო ღონისძიებების 35 წლისთავს. დელეგატებმა გამოხატეს ინტერესი შეესწავლათ DIPECHO – ს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კატასტროფის რისკის შემცირებისა და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობები და მათი საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის პროცესი.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


კატასტროფების რისკების შემცირების ტრენინგები 17 სკოლაში
 
დონორი: World Vision International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 მარტი, 2012 – 10 ივლისი, 2012
ადგილმდებარეობა: სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, კახეთი
 
პროექტის საერთო მიზანი იყო სკოლებში ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კატასტროფის რისკის შემცირების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ჩვიდმეტი სამიზნე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით:,კერძოდ, მიტიფაგაციისა და მზადების ფაზების შესახებ. გარდა ამისა, სესიები ჩატარდა სკოლაში მარტივი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, სკოლის ახალგაზრდული კლუბების მნიშვნელობაზე კატასტროფის რისკის შემცირების პროცესში და გარემოს დაცვისა და კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებზე. ასევე ჩატარდა ტრენინგები, კატასტროფის რისკის შემცირების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადების ღონისძიებების განხორციელების შესახებ. ასევე შემუშავდა და დარიგდა მასალები საგანგებო სიტუაცების რისკის შემცირებისა და და სკოლაში ადრეული გაფრთხილების სისტემების შესახებ.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


კახეთში ფერმერთა ხელშეწყობა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა
 
დონორი: World Vision International in Georgia
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 დეკემბერი, 2011 – 10 აპრილი, 2012
ადგილმდებარეობა: კახეთი
 
RDFG -ისა და World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად პროექტის ბენეფიციარი ფერმერებისა და ადგილობრივი სკოლების იდენთიფიცირებისათვის შეფასების ჩატარებას. შერჩეული ბენეფიციარებისთვის RDFG -იმ ჩაატარა ტრენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის საკითხებზე. ასევე, მოეწყო ვიზიტი კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფერმერებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის ი RDFG -ის სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებში სადაც გაიმართა დისკუსია ასოციაციისა და World Vision – ის ბენეფიციარებს შორის . RDFG -ის ფერმერთა საველე სკოლის სპეციალისტებმა კახეთის ფერმერებს ჩაუტარეს კვალიფიკაციის ამაღლების ტენინგები სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების საკითხებზე და დაეხმარნენ მათ სკოლებს ბოსტნეულის სეზონური გამოფენა-გაყიდვების მოწყობაში.
 
საკონტაქტო პირი
ვანო გრიგოლაშვილი – პროექტის მენეჯერი, RDFG-ის თავჯდომარე
ელ-ფოსტა: vgrigolashvili@rdfg.ge


ეკონომიკური განვითარების ინიციატივები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის გზით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
 
დონორი: The Federal Ministry for Economic Cooperation and Development of Germany
დაწყების/დასრულების თარიღი: 1 ნოემბერი, 2011 – 28 თებერვალი, 2014
ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთი
 
პროექტის პირველი ფაზის ზოგადი მიზანი იყო იძულებით გადადგილებულ ოჯახთა სიღარიბის დონის შემცირება და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა საარსებო წყაროების განვითარებაში. პროექტის აქტივობები მოიცავდა ფერმერთა რეგიონალური ცენტრის (ექსტენციური სერვისის ცენტრი) და ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების შექმნას, ფერმერთა კავშირების/კოოპერატივების გაძლიერებას, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას და ტრენინგებისა და კონსულტაციების ორგანიზებას ბიზნესის განვითარებას, კატასტროფების რისკების შემცირებასა და კლიმატური პირობების ცვალებადობასთან დაკავშირებულ საკითხებში.